Atari
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Atari (/əˈtɑːri/) — სავაჭრო ნიშნის სახელწოდება, რომელიც დაარსდა 1972 წელს და მას შემდეგ რამდენიმე კომპანიის საკუთრებაში იყო. ის ამჟამად ეკუთვნის ფრანგულ ჰოლდინგურ კომპანია Atari SA-ს (ყოფილი Infogrames),[1][2][3] რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშებს, სამომხმარებლო აპარატურას, ლიცენზირებას და ბლოკჩეინს.[4]
1984 წელს, 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისის შედეგად, Atari Inc.-ის სახლის კონსოლებისა და კომპიუტერების განყოფილებების აქტივები შეისყიდა ჯეკ ტრამიელის კომპანიამ Tramel Technology Ltd., რომელმაც მოგვიანებით სახელი გადაირქვა და Atari Corporation გახდა.[5][6] ამავდროულად, Atari, Inc.-ის დარჩენილ ნაწილს Atari Games Inc. ეწოდა.[7] 1985 წლის დასაწყისში, Warner-მა Namco-სთან ერთად დააფუძნა ახალი კორპორაცია, რომელსაც მოგვიანებით Atari Games Corporation ეწოდა და რომელმაც Atari-ს მონეტაზე მომუშავე თამაშების განყოფილება გადაიბარა. Atari, Inc.-ის თამაშების საკუთრების უფლებები გაიყო ორ კომპანიას შორის: Atari Corporation-მა მიიღო სავაჭრო ნიშნები და სახლის კონსოლის თამაშების უფლებები,[8] ხოლო Atari Games-მა მიიღო უფლება, გამოეყენებინა ლოგო და ბრენდის სახელი, რომელსაც დაემატებოდა სიტყვა „Games“ არკადულ პროდუქტებზე. 1996 წელს Atari Corporation-მა შეერწყა დისკწამყვანების მწარმოებელ კომპანია JT Storage-ს და ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.[9] 1998 წელს Hasbro Interactive-მა, სათამაშოების კომპანია Hasbro-ს ნაწილმა, JTS-ისგან შეიძინა Atari Corporation-თან დაკავშირებული ყველა აქტივი[10] და ახალი სახელი, Atari Interactive დაარქვა.[11] ამავდროულად, Atari Games 1996 წელს შეიძინა Midway Games-მა, რომელმაც 2000 წელს არკადულ პროდუქტებზე Atari-ს სახელის გამოყენება შეწყვიტა.
Infogrames Entertainment (IESA) – დღევანდელი Atari SA, გახდა Atari სავაჭრო ნიშნის ახალი მფლობელი მას შემდეგ, რაც 2001 წელს Hasbro Interactive შეიძინა, და მას Infogrames Interactive დაარქვა. 2003 წელს მან ამ განყოფილებას Atari Interactive დაარქვა. IESA-ს კიდევ ერთმა განყოფილებამ, Infogrames Inc.-მა[12] (რომელიც GT Interactive-ის სახელით დაარსდა), იმავე წელს შეიცვალა სახელი და გახდა Atari, Inc., რომელმაც თავისივე შვილობილი კომპანიისგან მიიღო Atari-ს სახელისა და ლოგოს გამოყენების ლიცენზია.[2][13][14] 2008 წელს IESA-მ დაასრულა Atari, Inc.-ის დარჩენილი აქციების შესყიდვა, რითაც ის მთლიანად საკუთარ შვილობილ კომპანიად აქცია.[15] IESA-მა 2009 წელს სახელი გადაირქვა და Atari SA გახდა. კომპანიამ 2013 წელს საფრანგეთის კანონმდებლობით გაკოტრებისგან დაცვა მოითხოვა. მეორე მხრივ, Atari-ს 1984 წლის შემდგომი არკადული თამაშები, 2009 წელს, Midway-ის გაკოტრების შემდეგ, Warner Bros. Games-ის საკუთრება გახდა.[16]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Atari“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- The Atari-ს ისტორიის მუზეუმი – Atari-ს არქივი
- Atari-ს უმსხვილესი არქივი – Atari პროგრამული უზრუნველყოფის არქივი
- Atari Times დაარქივებული May 9, 2008, საიტზე Wayback Machine. ,
- The Dot Eaters: კლასიკური ვიდეო თამაშების ისტორია – ვიდეო თამაშების ამომწურავი ისტორია
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
