Capcom
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Capcom Co., Ltd. (იაპონ. 株式会社カプコン კაბუსიკი გაისა კაპუკონი?) უფრო მეტად ცნობილი, როგორც Capcom — იაპონური ვიდეო თამაშების დეველოპერი და გამომცემელი კომპანია.[4] შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ოსაკაში, იაპონია. დაარსდა 1979 წელს I.R.M Corporation-ის სახელწოდებით,[5] როგორც მწარმოებელი და დისტრიბუტორი ელექტორნული სათამაშო აპარატებისა. ხოლო 1983 წლის 11 ივნისს კომპანიას ოფიციალურად დაერქვა Capcom Co., Ltd.[5]
Capcom-ს შექმნილი აქვს უამრავი განთქმული ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები, მათ შორის არის: Mega Man, Street Fighter, Devil May Cry, Ace Attorney,Monster Hunter და Resident Evil — ეს უკანსაკნელი ითვლება Capcom-ის მიერ შექმნილ ყველაზე განთქმულ ფრენჩაიზად, რომლის გაყიდვებმაც 2018 წლის მარტის მონაცემით 83 მილიონ ასლს გადააჭარბა.[6]
კომპანია ფლობს საწარმოებს ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში,[7][8] მათ შორის არის Capcom Vancouver კანადაში, Koko Capcom Co., Ltd სამხრეთ კორეაში, Street Fighter Film, LLC და Dellgamadas Co., Ltd. აშშ-ში.[8]
დღესდღეობით კომპანია დაკავებული არის ვიდეო თამაშის, Deep Down-ის შემუშავებით, რომელიც დეველოპერების ინფორმაციით იქნება PlayStation 4-ის ექსკლუზივი[9] და რელიზი შედგება უახლოეს მომავალში.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
- Capcom-ის თამაშების სია
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- ოფიციალური საიტი (იაპონური)
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads