Color TV-Game
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Color TV-Game სერია (იაპონ. カラー テレビゲーム?) — პირველი თაობის გამოყოფილი სახლის სათამაშო კონსოლების სერია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ 1977 წელს მხოლოდ იაპონიაში. Color TV-Game-ის სერია არის ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი პირველი თაობის ეპოქაში; პირველი ოთხი მოდელი გაიყიდა 3 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით. სისტემა მუშაობდა ბატარეებისა და კვების წყაროს მეშვეობით.[3] Color TV-Game არის Nintendo-ს მიერ გამოცემული პირველი სათამაშო კონსოლი.
საერთო ჯამში გამოვიდა ხუთი ვერსია. პირველი მოდელი Color TV-Game 6 გამოვიდა 1977 წლის 1 ივნისს,[4] რომელიც შემუშავდა Mitsubishi Electronics-თან თანამშრომლობით.[5] იგი მოიცავდა „სინათლის ჩოგბურთის“ (ან „Pong“) ექვს ვარიაციას. კონსოლს მარცხენა და მარჯვენა კუთხეში მიმაგრებული ჰქონდა ორი პადლი. ერთი კვირის შემდეგ Nintendo-მ გამოუშვა მომდევნო ვერსია Color TV-Game 15, რომელსაც გააჩნდა კაბელით მიერთებული ორი კონტროლერი, რაც შესამჩნევად აადვილებდა თამაშის პროცესს. სულ გამოვიდა Color TV-Game 15-ის ორი ვერსია.
1978 წლის 8 ივნისს კომპანიამ გამოსცა მესამე მოდიფიკაცია Color TV-Game Racing 112, რომელიც მოიცავდა მხოლოდ ერთ თამაშს — რბოლას ზემოთა ხედით, მრავალმოთამაშიან რეჟიმში. აგრეთვე ზედ მაგრდებოდა საჭე და გადაცემის კოლოფი.
1979 წლის 23 აპრილს გამოვიდა რიგით მეოთხე მოდიფიკაცია Color TV Game Block Breaker, რომელიც განკუთვნილი იყო ერთი მოთამაშისთვის. მასზე ეშვებოდა თამაში „Block Breaker“ — Nintendo-ს არკადული თამაშის პორტირებული ვერსია, დაფუძნებული Atari-ს ვიდეო თამაშზე „Breakout“.
1980 წელს Nintendo-მ შეზღუდული რაოდენობით გამოსცა Color TV-Game-ის ფინალური მოდიფიკაცია Computer TV-Game, რომელშიც ჩაშენებული იყო Nintendo-ს პირველი არკადული თამაშის პორტირებული ვერსია „Computer Othello“.
Remove ads
გალერეა
- Color TV-Game 6 (მოდელი CTG-6V)
- Color TV-Game 15 (მდელი CTG-15S)
- Color TV-Game 15 (მოდელი CTG-15V)
- Color TV Block Kuzushi
- Color TV Racing 112
- Computer TV Game
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Color TV-Game“ ვიკისაწყობში.- Color TV-Game 6 — Computing History
- Color TV-Game — Console Variations
- Color TV Game დაარქივებული 2019-08-18 საიტზე Wayback Machine. — Retro Gaming Consoles
- Color TV Game[მკვდარი ბმული] — Timelinefy
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads
