GameCube

Nintendo-ს სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი From Wikipedia, the free encyclopedia

GameCube
Remove ads

GameCube (იაპონ. ゲームキューブ, ოფიციალური სახელი Nintendo GameCube, აბრ. NGC,[5][6] GCN[7]) — ნინტენდოს მიერ გამოშვებული რიგით მეოთხე სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 2001 წლის 14 სექტემბერს, მოგვიანებით; - ჩრდილოეთ ამერიკაში 2001 წლის 18 ნოემბერს; ევროპაში 2002 წლის 3 მაისს, ხოლო ავსტრალიაში 2002 წლის 17 მაისს. GameCube არის მეექვსე თაობის კონსოლი და Nintendo 64-ის მემკვიდრე, რომელიც კონკურენციას უწევდა PlayStation 2-სა და Xbox.

სწრაფი ფაქტები Nintendo GameCube, შემქმნელი ...

GameCube წარმოადგენს ნინტენდოს პირველ სათამაშო კონსოლს, რომელშიც გამოიყენეს ოპტიკური დისკი, როგორც, ძირითადი შენახვის საშუალება. მისი დისკი არის MiniDVD ფორმატის მსგავსი (მცირე ზომის ოპტიკური დისკი), ამის შედეგად, მას არ შეეძლო სტანდარტული CD და DVD დისკების წაკითხვა. კონსოლს გააჩნდა ონლაინში თამაშის მხარდაჭერა broadbend-ის მეშვეობით და ასევე, უერთდებოდა Game Boy Advance-ს შემაერთებელი კაბელით.

GameCube დადებითად იქნა მიღებული კრიტიკოსების მხრიდან; ის დაახასითეს როგორც ფათო პროგრამული ბიბლიოთეკისა და მაღალი ხარისხის თამაშების მქონე კონსოლად, თუმცა, ზოგიერთებმა, გააკრიტიკეს დიზაინისა და შესაძლებლობების ნაკლებობის გამო. მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდული იქნა 21.74 მილიონი ეგზემპლარი.[8] 2007 წელს შეწყდა მისი წარმოება და თამაშებით მხარდაჭერა. GameCube-ის მემკვიდრე არის Nintendo Wii, გამოშვებული 2006 წლის ნოემბერს.

Remove ads

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads