Xbox

From Wikipedia, the free encyclopedia

Xbox
Remove ads

Xboxსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და პირველი კონსოლი Xbox-ის სერიიდან. შეიმუშავა კომპანია Microsoft-მა. გამოვიდა 2001 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ავსტრალია, ევროპასა და იაპონიაში - 2002 წელს.[2] ეს იყო Microsoft-ის პირველი ნაბიჯი სათამაშო კონსოლების ბაზარზე შემოსვლისა. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა PlayStation 2-ს, Dreamcast-სა და GameCube-ს.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, მწარმოებელი ...

იქსბოქსს გააჩნდა სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც. ის გახდა პირველი კონსოლი, რომელსაც ჰქონდა ჩაშენებული შიდა მყარი დისკი.[5][6] 2002 წლის ნოემბერს, Microsoft-მა მოხმარებაში ჩაუშვა Xbox Live - ფასიანი ონლაინ-თამაშების სერვისი, რომელიც იძლეოდა სხვადასხვა შიგთავსების გადმოწერისა და სხვა მოთამაშეებთან დაკავშირების საშუალებას Broadband-ის მეშვეობით.[7] შემუშავებულმა სერვისებმა Microsoft-ს მისცა დასაყრდენი ონლაინ თმაშებში და დაეხმარა იქსბოქსს გამხდარიყო მნიშვნელოვანი კონკურენტი სხვა მეექვსე თაობის კონსოლებისა. ისეთმა თამაშმა, როგორიც არის Halo2 ხელი შეუწყო კონსოლების ონლაინ გეიმინგისა და პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების პოპულარობას.[8] მიუხედავად ამისა, გაყიდვებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა PlayStation 2-ს.[9][10]

Xbox-ის მომდევნო ვერსია Xbox 360 რეალიზაციაში ჩაეშვა 2005 წლის ნოემბერს. 2005 წელს იაპონიაში შეწყდა Xbox-ის გაყიდვა. ამის შემდეგ, 2006 წელს მიყვნენ სხვა ქვეყნებიც.[11] კონსოლის უკანასკნელი თამაში ევროპაში იყო Xiaolin Showdown გამოსული 2007 წლის ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - Madden NFL 09 გამოშვებული 2008 წლის აგვისტოს. Xbox-ის მხარდაჭერა Microsoft-მა მთლიანად შეწყვიტა 2009 წლის 2 მარტს. ხოლო Xbox Live-ის მხარდაჭერა 2010 წლის 15 აპრილს.

Remove ads

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads