GameTrailers

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

GameTrailers (აბრ. GT) — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ვებსაიტი. GameTrailers -ზე თავსდებოდა ვიდეოები და ტრეილერები ვიდეო თამაშების შესახებ (პერსონალური თამაშები, კონსოლის თამაშები და მობილური თამაშები): კინემატოგრაფიული ვიდეოები, მიმოხილვები, წინასწარი მიმოხილვები, ინტერვიუები დეველოპერებთან, გეიმპლეის ვიდეოები და ა.შ. საიტის მომხმარებლებს, სრულიად უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე ჰქონდათ წვდომა საიტზე განთავსებულ ვიდეოებთან.

სწრაფი ფაქტები საიტი, კომერციულობა ...

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა GameTrailers-ზე აეტვირთათ ვიდეოები, შექმნათ ბლოგები და მონაწილეობა მიეღოთ საიტის ფორუმში, შექმნათ ფრაქციები (საზოგადოებები). საიტს გააჩნდა საკუთარი ვირტუალური ვალუტა, (ინგლ. GameTrailers Points-GTP) რომლის გამომუშავება შეიძლებოდა საიტთან სხვადასხვა ურთიერთქმედებით. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო როგორც ვირტუალური, ასევე რეალური საქონლის ყიდვა.

2016 წლის 9 თებერვალს Twitter-სა და Facebook-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[2]

Remove ads

ისტორია

GameTrailers დაარსებული იქნა ჯეფრი გროტსის, ბრენდონ ჯონსისა და ჯოშ სლეშერის მიერ 2003 წელს. საიტის აღმსარულებელ დირექტორად დაინიშნა ჯოშ სლეშერი. 2005 წელს საიტი შეიძინა კომპანია MTV Networks-მა.[3]

2007 წლის 12 აგვისტოს კომპანია MTV Networks-მა მოახდინა გართობის განყოფილების რეკონსტრუქცია და საიეტები Ifilm.com და SpikeTV.com შეუერთა Spike.com-ს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა ჯონ სლეშერი, ჯეფრი გროტსი პროდუქციის განვითარები ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ბრედ ვინტეროსი GameTrailers.com-ის გენერალურ მენეჯერად. .[4]

2014 წლის ივნისში GameTrailers შესყიდული იქნა კმპანია Defy Media-ის მიერ.[5] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ძველი თანამშრომლების 2/3 დაითხოვილ იქნა სამსახურიდან.[6]

2016 წლის 9 თებერვალს Twitter-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[7].

Remove ads

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads