Coming Back to Life
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
„Coming Back to Life“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომიდან The Division Bell[1][2]. David Gilmour in Concert-ს თანახმად, დეივიდ გილმორის თქმით, იგი ეძღვნება მის მეუღლეს, პოლი სემსონს.
ამერიკულ პრომოსინგლში ამ სიმღერით შეტანილია საკონცერტო ვერსია ალბომიდან Pulse – როგორც შემოკლებული, ასევე ვრცელი სახით.
Remove ads
კომპოზიცია
სიმღერა სრულდება მაჟორულ ტონალობაში. დო მაჟორის აკორდით დაწყებული, იგი გადადის გილმორის ვოკალურ შესავალში, რასაც მოჰყვება დასარტყმელი საკრავების მიერ შექმნილი რითმი. კომპოზიციას თანდათან უერთდება სხვა ინსტრუმენტებიც. სიმღერას ასრულებს იმპროვიზაცია გიტარაზე.
სიმღერა სრულდებოდა ჯგუფის 1994 წლის საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას, დეივიდ გილმორის 2001-2002 წლის აკუსტიკურ კონცერტებზე, და 2006 და 2015-2016 წლების სოლო-ტურნეებში On an Island და Rattle That Lock. იგი აგრეთვე შესრულდა Fender Stratocaster-ის 50 წლიანი იუბილესადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე.
Remove ads
ჩანაწერები
სიმღერა შეტანილია შემდეგ ალბომებში ან საკონცერტო ვიდეოებში:
- Pulse (ალბომი) (პინკ ფლოიდი, 1995)
- Pulse (VHS/DVD) (პინკ ფლოიდი, 1995 [VHS], 2003 [DVD])
- David Gilmour in Concert (DVD) (დეივიდ გილმორი, 2002)
- Remember That Night (DVD/Blu-ray) (დეივიდ გილმორი, 2007)
- Live in Gdańsk (ალბომი, დელუქს-გამოცემის დამატებითი CD) (დეივიდ გილმორი, 2008)
პერსონალი
- დეივიდ გილმორი – გიტარა, ვოკალი
- რიჩარდ რაიტი – სინთეზატორები, ორგანი
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები, პერკუსია
- გაი პრეტი – ბას-გიტარა
- ჯონ კერინი – სხვა ინსტრუმენტები
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads