Microsoft Lumia

From Wikipedia, the free encyclopedia

Microsoft Lumia
Remove ads

Microsoft Lumia (ადრე Nokia Lumia) — სმარტფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების ხაზი, რომელსაც ამჟამად Microsoft Mobile აწარმოებს, მანამდე კი კომპანია Nokia აწარმოებდა. 2011 წელს წარმოდგენილი ხაზი ნოკიასა და მაიკროსოფტის დიდი ხნის თანამშრომლობის შედეგია, ვინაიდან ლუმიას სმარტფონები Windows Phone-ის საოპერაციო სისტემას იყენებს და მიზნად ისახავს კონკურენციის გაწევას iPhone-ისათვის და Android-ისა და BlackBerry-ის საოპერაციოს სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებისათვის. სახელი „Lumia“ მომდინარეობს ფინური ენიდან და სიტყვა „lumi“-ის მრავლობითი ფორმაა, რაც „თოვლს“ ნიშნავს.

Thumb
Microsoft Lumia-ს ლოგო

2013 წლის 3 სექტემბერს, Microsoft-მა გაავრცელა განცხადება, რომ ნოკიას მობილური მოწყობილობების ბიზნესს ყიდულობდა, რის შემდეგაც, საბოლოო შეთანხმება ორ კომპანიას შორის 2014 წლის 25 აპრილს დასრულდა. შედეგად, ლუმიას ხაზს ამჟამად Microsoft Mobile ეწოდება. Microsoft-ის მფლობელობის ქვეშ, ბრენდი „Nokia“ კვლავ იქნება გამოყენებული. 2013 წლის ოქტომბერში, ნოკიამ ლუმიას ბრენდი განავრცო ტაბლეტებზეც, როდესაც Windows RT-ზე მომუშავე პლანშეტი წარმოადგინა.

Remove ads

ისტორია

Thumb
Nokia Lumia-ს ლოგო რებრენდინგამდე
Thumb
The Microsoft Mobile-ის სათავო ოფისი, წარსულში Nokia-ს კუთვნილება.

1998-2012 წლებში, ნოკია მობილური ტელეფონების უდიდესი გამყიდველი იყო მთელ მსოფლიოში, რაც ასევე მოიცავდა Symbian-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონებს. თუმცა, ბოლო წლებში ნოკიას საბაზრო წილი დაეცა, რადგან იზრდებოდა მოთხოვნილება სხვა მწარმოებლების სენსორულეკრანიან სმარტფონებზე, რომელთა შორისაც იყო Apple-ის iPhone და Android-ზე დაფუძნებული პროდუქტები. 2010 წელს, საბაზრო წილი 28%-ით დაეცა, 2012 წლის აპრილში კი Samsung Electronics-მა (Android-ის ყველაზე დიდი მომხმარებელი) საბოლოოდ ჩამოართვა ნოკიას მობილური ტელეფონების უმსხვილესი გამყიდველის სტატუსი მსოფლიოში. ნოკიას მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO) სტივენ ელოპმა უარყო იდეა, რომ Android მოწყობილობების წარმოებაზე გადასულიყვნენ, რადგან მას მიაჩნდა, რომ თავისი Android მოწყობილობებით კომპანია ვერ შესძლებდა მომხმარებლებისთვის სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებული პროდუქტი შეეთავაზებინა.[1][2] თავის მოგონებებში ელოპი კომპანიას აღწერს, როგორც „დამწვარი პლატფორმის“ გამომყენებელს, „ეკოსისტემების ომს“ iOS-სა და Android-ს შორის ნოკიას საერთო ბრძოლის ნაწილად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ კომპანიას საოპერაციოს სისტემის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებების ესაჭიროება.[3][4]

2011 წლის თებერვალში, სტივენ ელოპმა და Microsoft-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა ერთობლივად განაცხადეს ნოკიასა და Microsoft-ს შორის მსხვილი ბიზნეს-პარტნიორობის წამოწყების შესახებ, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალ სმარტფონებზე ნოკია ძირითად პლატფორმად Windows Phone-ს გამოიყენებდა, რაც ჩაანაცვლებდა როგორც Symbian-ს, ისე MeeGo-ს. შეთანხმება ასევე მოიცავდა ნოკიას მოწყობილობებზე საძიებოს სისტემად Bing-ის ინტეგრაციას, Microsoft-ის რუკების სერვისში კი Nokia Maps-ის (Here) ინტეგრაციას.[3] ამ განცხადებამდე, ნოკია MeeGo-ს თავისი სამომავლო გეგმების ნაწილად მიიჩნევდა, თუმცა კომპანიამ ამის შემდეგ ისიც განაცხადა, რომ 2011 წელს MeeGo-ზე მომუშავე ერთ მოწყობილობას მაინც გამოუშვებდა.[3]

2011 წლის 26 ოქტომბერს, ნოკიას მსოფლიო კონფერენციაზე კომპანიამ საზეიმოდ წარადგინა Windows Phone 7-ზე მომუშავე თავისი პირველი მოწყობილობები — საშუალო რანგის Lumia 710 და მაღალი დონის Lumia 800.[5][6] ამერიკული სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, AT&T-ს მხრიდან LTE ფუნქციით აღჭურვილ მოწყობილობებზე მზარდი მოთხოვნებით მოტივირებულმა ნოკიამ სასწრაფოდ შეიმუშავა Lumia 900, რომელიც 2012 Consumer Electronics Show-ზე წარმოადგინა. Lumia 900-ს ამერიკული ოპერატორი მძლავრ რეკლამირებას უწევდა, როგორც ფლაგმან მოწყობილობას, მაგრამ მისი წარმატება ჩაახშო პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზმა, რომელიც მოწყობილობას პრობლემებს უქმნიდა მობილურ ინტერნეტთან წვდომაში, რამაც AT&T იძულებული გახადა კრედიტები მიეცა მათთვის, ვისაც Lumia 900 უკვე შეძენილი ჰქონდა. გამოსვლის დროსიათვის, 2012 წლის აპრილში, Lumia 900 Amazon.com-ზე გაყიდვების ლიდერი იყო, თუმცა ონლაინ-გაყიდვები მაისში უკვე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალებს არ ამხელდა, ნოკიას წარმომადგენლობა იტყობინებოდა, რომ კომპანია „მოხარული იყო მომხმარებელთა რეაქციით, ასევე AT&T-ს მხირდან გამოჩენილი მხარდაჭერით“, AT&T's mobility-ს ხელმძღვანელი რალფ დე ლა ვეგა კი იტყობინებოდა, რომ Lumia 900-მა „მოლოდინს გადააჭარბა“.[1][7]

2012 წლის დასაწყისში, ნოკიამ გამოუშვა Lumia 610 — საწყისი დონის მოწყობილობა, რომლის უპირატესობაც იყო დაბალი სისტემური მოთხოვნილებები, რასაც Windows Phone 7-ის განახლება „Tango“ უზრუნველყოფდა. ამ მოდელით განზრახული იყო ისეთ მზარდ ბაზრებზე დამკვიდრება, როგორიც იყო ჩინეთი.[8]

2012 წლის სექტემბრის ბოლოს, ნოკიამ წარმოადგინა Lumia 820 და Lumia 920 — პირველი ორი მოწყობილობა, რომლებიც Windows Phone-ის პლატფორმის მეორე თაობაზე, Windows Phone 8-ზე მუშაობდა.[9] ორივე მათგანს გააჩნდა NFC, Lumia 820-ს ჰქონდა microSD card slot-ის მხარდაჭერა და უკაბელოდ დამუხტვის პანელი. უკაბელოდ დამუხტვის შესაძლებლობა ჰქონდა Lumia 920-საც, რომელსაც ასევე გააჩნდა „PureView“ ტექნოლოგიითა და სურათის ოპტიკური სტაბილიზაციის შესაძლებლობით აღჭურვილი კამერა. თუმცა, ნოკია კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა, რომ ცერემონიალზე წარმოდგენილი ვიდეო სურათის ოპტიკური სტაბილიზაციის ტექნოლოგიის შესახებ, პროფესიონალური კამერით იყო გადაღებული. მიუხედავად ამისა, Lumia 920-მა კომპანიას კომერციული წარმატება მოუტანა.[1][10]

MWC 2013-ზე, ნოკიამ წარმოადგინა Windows Phone 8-ზე მომუშავე კიდევ ორი მოწყობილობა, საშუალო კლასის Lumia 720 და ბიუჯეტური Lumia 520, ეს უკანასკნელი შემდეგში ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი Windows phone მოწყობილობა გახდა.[11]

Thumb
41 MP კამერიანი Nokia Lumia 1020

2013 წელს, ნოკიამ ასევე გამოუშვა Lumia 925 — 920-ის შესწორებული ვერსია უფრო თხელი, ალუმინით გაწყობილი კოპრუსით.[12] ამავე წელს გამოვიდა Lumia 1020, რომელიც გამოირჩევა 41 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელიც დაფუძნებულია Symbian-ზე მომუშავე Nokia 808 PureView-ის ტექნოლოგიაზე.[13]

მიუხედავად იმისა, რომ ლუმიას გაყიდვებმა იგივე პერიოდში გადააჭარბა BlackBerry-ს გაყიდვებს, ნოკია მაინც განიცდის 115 მლნ ევროს ოდენობის საოპერაციო დანაკარგებს და შემოსავლების 24%-ით შემცირებას; შემოსავლებმა 2013 წლის მეორე კვარტალში 5,7 მილიარდი ევრო შეადგინა. გასული ცხრა კვარტლის მანძილზე, ნოკიამ 4,1 მლრდ ევრო დაკარგა.

2013 წლის 3 სექტემბერს, Microsoft-მა გაახმოვანა საკუთარი განზრახვა 7 მლრდ აშშ დოლარად ნოკიას მობილური ტელეფონების ბიზნესის შესყიდვის შესახებ (მოიცავდა ლუმიასა და აშას ბრენდებს). სტივენ ელოპი ნოკიას აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადადგა და ხელახლა შეუერთდა Microsoft-ს, ხელშეკრულების თანახმად ის ამავე ქვედანაყოფის მეთაურად დაინიშნა. ხელშეკრულების საფუძველზე Microsoft-ს სახელი „Nokia“-ს გამოყენება ათი წლის მანძილზე შეუძლია.[14][15] 2013 წლის 19 ნოემბერს, ნოკიას ინვესტორებმა ტელეფონების ქვედანაყოფის Microsoft-ისთვის გადაცემა დაამტკიცეს.[16]

2013 წლის 22 ოქტომბერს, ნოკიამ ბრენდი ლუმია განავრცო ტაბლეტურ კომპიუტერზე, რომელსაც Lumia 2520 უწოდა და რომელიც Microsoft-ის Windows RT საოპერაციო სისტემაზე მუშაობს. იგი პირველი ტაბლეტია ნოკიას Nokia Internet tablet სერიის შემდეგ. Nokia Lumia 2520 აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდა ამავე წლის 22 ნოემბერს. 2013 წელს ნოკიამ ასევე წარმოადგინა სამი ახალი ლუმია — Nokia Lumia 1520, Nokia Lumia 1320 და პოპულარული Lumia 520-ის განახლებული ვერსია Nokia Lumia 525.

Remove ads

მოწყობილობების სია

Thumb
Nokia Lumia 620
Thumb
Nokia Lumia 925
  • Nokia Lumia 800 — საშაულო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2011 წლის ნოემბერში.[17]
    • Nokia Lumia 800C, CDMA2000 China Telecom-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 710 — საშაულო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 11 იანვარს[18]
  • Nokia Lumia 900 — ფლაგმანი ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 8 აპრილს[19]
  • Nokia Lumia 610 — საწყისი დონის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის აპრილში.
    • Nokia Lumia 610C, CDMA2000 China Telecom-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 510 — საწყისი დონის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის ნოემბერში.
  • Nokia Lumia 820 — საშუალო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის ნოემბერში.
    • Nokia Lumia 822 — საშუალო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 8 ნოემბერს. Verizon-ის ექსკლუზივი.[20]
    • Nokia Lumia 810 — საშუალო კლასის ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 14 ნოემბერს. T-Mobile-ის ექსკლუზივი.[21]
  • Nokia Lumia 920 (Phi) — ფლაგმანი ტელეფონი, გამოშვებულია 2012 წლის 2 ნოემბერს[22]
    • Nokia Lumia 920T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი[23]
  • Nokia Lumia 505 — საწყისი დონის ტელეფონი, შერჩეულია ისეთი მზარდი პაზრების ათვისებისთვის, როგორებიცაა მექსიკა, გამოშვებულია 2012 წლის დეკემბერში.
  • Nokia Lumia 620 (Sand) — Windows Phone 8-ზე მომუშავე პირველი საშუალო კლასის ტელეფონი. გამოშვებულია 2013 წლის იანვარში.[24]
  • Nokia Lumia 520 (Fame) — საწყისი დონის ტელეფონი, Lumia 510-ის მემკვიდრე, გაყიდვები დაიწყო 2013 წლიდან, ჰონგ-კონგსა და ვიეტნამში, შემდეგ კი ყველგან, მათ შორის T-Mobile US ფასი იწყებოდა 139 ევროდან. 2013 წლის აგვისტოსთვის, ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი Windows Phone მოწყობილობა იყო. AdDuplex-ის თანახმად, 2013 წლის 30 დეკემბრისთვის, Nokia Lumia 520 Windows Phone ტელეფონების ბაზრის 30%-ს ფლობდა, Windows Phone 8 ბაზარზე კი 39,9%-ს.
    • Nokia Lumia 520T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 720 (Zeal) — საშუალო კლასის ტელეფონი, Lumia 710-ის მემკვიდრე. ჰონგ-კონგში, ვიეტნამსა და სინგაპურში გაყიდვა დაიწყო 2013 წელს.
    • Nokia Lumia 720T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 928 (Lazer) — Lumia 920-ის ექსკლუზიური ვერსია ამერიკული Verizon'-ისთვის, კამერისთვის დამატებულია Xenon-flash.
  • Nokia Lumia 925 (Catwalk) — Lumia 920-ის უფრო თხელი, მსუბუქი, ნაწილობრივ ალუმინით დაფარული ვერსია.
    • Nokia Lumia 925T, TD-SCDMA China Mobile-ის ვარიანტი.
  • Nokia Lumia 1020 (Elvis, EOS, Nokia 909) — მაღალი კლასის მოწყობილობა 41-მეგაპიქსელიანი PureView კამერით, BIS სენსორით, OIS და Xenon განათებით. სხვა მახასიათებლებს შორისაა გაორმაგებული RAM 2 GB და 64 GB მეხსიერებით ექსკლუზიურად version-ისთვის და Telefonica-სვის ევროპაში. აშშ-ში ლუმია 1020 ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად AT&T-სთვის. გაყიდვა 2013 წლის 26 ივლისს დაიწყო.
  • Nokia Lumia 1320 (Batman) — 6 ინჩიანი ეკრანის მქონე სმარტფონი, დაანონსდა ნოკიას პრეს-კონფერენციაზე, 2013 წლის 22 ოქტომბერს.
  • Nokia Lumia 1520 (Bandit) — 6 ინჩიანი ეკრანის მქონე სმარტფონი, დაანონსდა ნოკიას პრეს-კონფერენციაზე, 2013 წლის 22 ოქტომბერს.
  • Nokia Lumia 2520 (Sirius) — Windows 8.1 RT ტაბლეტი, დაანონსდა ნოკიას პრეს-კონფერენციაზე, 2013 წლის 22 ოქტომბერს.
  • Nokia Lumia 625 (Max) — საშუალო კლასის ლუმია, ფოკუსირებულია 4G-ზე, ფართო, 4,7 ინჩიანი ეკრანით (ამხელა ზომა პირვალად ლუმიაზე).[25]
  • Nokia Lumia 525 (Glee)[26] — Lumia 520-ის მემკვიდრე იდენტური სპეციფიკაციებით, მაგრამ გაორმაგებული RAM, რომელიც გაზრდილია 1 GB-მდე, ხელმისაწვდომია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზია-ოკეანეთის გარკვეული ქვეყნებისათვის. გამოშვებულია 2013 წლის დეკემბერში; ფასი 199$.[27]
  • Nokia Lumia 930 (Martini) — მუშაობს Windows Phone 8.1 OS-ზე. დაანონსდა 2014 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ივნისში, 599 აშშ დოლარად.
    • Nokia Lumia Icon (929) — ლუმია 930-ის CDMA ვარიანტი ექსკლუზიურად Verizon Wireless-ისთვის შეერთებულ შტატებში. გამოუშვეს 930-ზე რამდენიმე თვით ადრე, Windows Phone 8-ზე. იგი ერთადერთი ლუმიაა, რომელიც ბრენდირებისას მოდელის რიცხვებს არ იყენებს.
  • Nokia Lumia 630 (Moneypenny) — ორსიმბარათიანი სმარტფონი; მუშაობს Windows Phone 8.1 OS-ზე. აზიაში ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის მაისში და ფასმა 159 $ შეადგინა.
  • Nokia Lumia 635Windows Phone 8.1 OS-ზე მომუშავე კიდევ ერთი სმარტფონი. აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ივლისში, 169 დოლარად.
  • Nokia Lumia 530 (Rock) — დაბალი კლასის მოწყობილობა, რომელიც დაანონსდა 2014 წლის ივლისში, იმუშავებს Windows Phone 8.1 OS-ზე. ხელმისაწვდომი გახდება 2014 წლის აგვისტოში, 89 ევროდ ($120) ერთ სიმიანი ვერსია და 99 ევროდ ($134) ორ სიმ-ბარათიანი ვერსია.
Remove ads

მოდელების შედარება

პირველი თაობა (Windows Phone 7)

მეტი ინფორმაცია მახასიათებლები, Lumia 510 ...

მეორე თაობა (Windows Phone 8)

მეტი ინფორმაცია მოდელი, Lumia 520 ...

მესამე თაობა (Windows Phone 8.1)

მეტი ინფორმაცია მოდელი, Nokia Lumia 530 ...
Remove ads

გაყიდვები

მეტი ინფორმაცია გაყიდვები ...

Nokia Lumia-ს კვარტალური გლობალური გაყიდვები (მილიონებში):

მონაცემები მოცემულია 2013 წლის დეკემბრის ბოლომდე.[73][74][75]
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads