Windows Phone 8.1
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Windows Phone 8.1 — Windows Phone-ის ბაზაზე მომუშავე სმარტფონების სისტემური განახლება. უახლესი საოპერაციო სისტემის პრეზენტაცია 2014 წლის 2 აპრილს, Microsoft-ის ყოველწლიურ კონფერენცია Build-ის ფარგლებში გაიმართა. ამ განახლების Preview ვერსიის გავრცელება 2014 წლის 14 აპრილს დაიწყო. აღნიშნული განახლება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკუთარ სმარტფონზე იყენებდნენ დეველოპერულ აპლიკაცია „Preview for Developers“-ს.[4]
Remove ads
Windows Phone 8.1-ის ოფიციალური გავრცელება 15 ივლისს დაიწყო, რომელსაც Lumia-სმარტფონებისთვის თან ახლდა საფირმო განახლება Lumia Cyan-იც. განახლების გავრცელების პირველ ფაზაში მოექცა ევროპის რამდენიმე სახელმწიფო დაწყებული ფინეთით, დამთავრებული ტაივანითა და არგენტინით. 2014 წლის აგვისტომდე განახლება ხელმისაწვდომი იყო პრაქტიკულად ყველა სმარტფონისთვის (გამონაკლისია Lumia 1520).[5]
Lumia 1520-ზე განახლების გავრცელება სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.
Remove ads
შეტყობინებების ცენტრი
კონფერენცია Build 2014-ზე წარმოდგენილი იყო მოსალოდნელი შეტყობინებების ცენტრი, რომელშიც შეგროვდებოდა ყველა შეტყობინება და მოთავსდებოდა სწრაფი პარამეტრების 4 მალსახმობი (6“ ეკრანის შემთხვევაში- 5).
ხმოვანი დამხმარე „Cortana“
Windows Phone 8.1-ში ასევე დაამატეს ხმოვანი დამხმარე „Cortana“. დამხმარე ფუნქციონირებს Bing-ის სერვისების მეშვეობით და ამჟამად იმყოფება ბეტა-ტესტირების რეჟიმში. იმისათვის, რომ შეძლოთ მისი ბეტა-ვერსიის გამოყენება, სმარტფონზე საჭიროა რეგიონად აშშ-ს და ენად ინგლისურის (აშშ) არჩევა. კორტანას გააჩნია საკუთარი ჩანაწერების წიგნაკი, ე. წ „NoteBook“- სადაც თქვენ შეგიძლიათ დამხმარეს უფლებები გაუწეროთ. მას ამჟამად არ გააჩნია ქართული ენის მხარდაჭერა.
Remove ads
ცვლილებები ღრუბელში
SkyDrive-მა შეცვალა სახელწოდება და გახდა OneDrive იმის გამო, რომ ბრენდი „Sky“ ეკუთვნის მაუწყებლობას BSkyB. ასევე გაიზარდა მოცულობა 7 გბ-დან 15-მდე.
მოწყობილობები
Windows Phone 8.1 სმარტფონებს გამოუშვებს Microsoft-ი უკვე ახალი ბრენდით Lumia. ახალ საოპერაციო სისტემის გამოსვლის შემდეგ, WP-სმარტფონების წარმოებას 25-ზე მეტი კომპანია უერთდება, მათ შორის Samsung, XoloPhone, HTC, Micromax, Fly, Prestigio, LG, Alcatel და სხვა.
Windows Phone 8.1-თან ერთად აღარაა აუცილებელი სმარტფონებზე 3 აპარატული ღილაკის მოთავსება სმარტფონის წარმოებისთვის. ეს ნაბიჯი შეუწყობს ხელს, რომ მწარმოებელმა შეძლოს იგივე სმარტფონი სხვადასხვა საოპერაციო სისტემებით გამოუშვას. ასევე შესაძლებელი გახდა უფრო იაფი და ხელმისაწვდომი სმარტფონების წარმოება.
Windows Phone-ს ამიერიდან ეკრანზე მოთავსებული 3 ღილაკის მხარდაჭერა აქვს. ესენია „უკან“, “სახლი“ და „ძიება“.
Windows Phone-ის მწარმოებლებს კამერის ფიზიკური ღილაკის ჩაშენებასაც აღარ ავალდებულებენ.
Remove ads
Windows Phone 8.1
- Action Center- Windows Phone 8.1-ზე არსებული შეტყობინებების ცენტრი.
- ბლოკირების ეკრანის გახსნილი API დეველოპერებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ბლოკირების ერკანის შეცვლა მრავალნაირადაა შესაძლებელი.
- შესაძლებელია სარკმელების მესამე სვეტის დამატება პატარა ზომის ეკრანებზე.
- Cortana. ხმოვან ასისტენტს დიდი ყურადღება დაეთმო.
- საწყის ეკრანზე გამოსახულების დაყენების შესაძლებლობა. ე.წ. პარალაქსის ეფექტი და გამჭვირვალე სარკმელები.
- გადამუშავებულია აპლიკაციების მარკეტი, დამატებულია კატეგორია „რეკომენდებული აპლიკაციები“.
- კალენდარი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული აპლიკაცია. დამატებულია შეთვალიერების ახალი რეჟიმები, მისი გამოყენება კი უფრო მოსახერხებელი გახდა.
- Wi-Fi Sense. პოულობს Wi-Fi ქსელს რუკაზე, გაძლევთ საშუალებას გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ან ნაცნობებს Wi-Fi-ქსელის პარამეტრები (მათ შორის პაროლი, რომლის შეყვანაც აღარ იქნება საჭირო).
- VoIP-სერვისებთან უფრო ღრმა ინტეგრაცია. სატელეფონო ზარის დროს თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ გადაერთოთ Skype-ზე.
- Word Flow კლავიატურა, იგივე Swype. ტექსტის სწრაფად აკრეფაში კლავიატურა-რეკორდსმენი.
Remove ads
სიახლეები
- Windows Phone მარკეტის ცვლილებები და გაუმჯობესება — შეცვლილია ინტერფეისის ზოგიერთი ნაწილი (მაგალითად, შეფასების სისტემა, საწყისი გვერდი და სხვა).
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (არქივი)
- Windows Phone 8.1 საიტზე Curlie
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads