Nintendo 64
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Nintendo 64 (შემოკლებით N64) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. იგი იყენებს 64 ბიტიან პროცესორს და აქედანვე მოდის მისი სახელწოდებაც. კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 1996 წლის სექტემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში 1996 წლის ივნისს, ევროპასა და ავსტრალიაში 1997 წლის მარტს, ხოლო ბრაზილიაში იმავე წლის დეკემბერს. იგი არის ინდუსტრიაში უკანასკნელი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა კარტრიჯს, როგორც ძირითად შემნახველ ფორმატს. მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ 2001 წელს გამოვიდა MiniDVD-ზე დაფუძნებული კონსოლი GameCube, Nintendo 64 მაინც რჩებოდა გაყიდვაში 2003 წლამდე.
სისტემა აღჭურვილი იყო კომპანია NEC-ის მიერ შემუშავებული VR4300-ის ცენტრალური პროცესორით[5], Silicon Graphics-ის Reality Coprocessor-ის გრაფიკული პრცესორით, 4 მბ ოპერატიული მეხსიერებით (რომლის გაზრდა შესაძლებელი იყო 8მბ-დე). გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იყო სამი თამაში: Super Mario 64, Pilotwings 64 და Saikyō Habu Shōgi (ეს უკანასკნელი - მხოლოდ იაპონიაში) მასზე სულ გამოვიდა 388 ერთეული ვიდეო თამაში, მაშინ როდესაც, მის თანამედროვე კონსოლებზე, PlayStation და Sega Saturn იყო ორჯერ და სამჯერ მეტი რაოდენობით, ხოლო მისი წინამორბედი სისტემა SNES ითვლიდა 725 თამაშს. მიუხედავად ამისა, N64-ის ბიბლიოთეკა მოიცავდა ისეთ ცნობილ პროექტებს როგორებიც არის Super Mario 64, GoldenEye 007 და The Legend of Zelda: Ocarina of Time - აღიარებული ყველა დროის საუკეთესო თამაშებად[6][7][8].
მასზე მუშაობა დასრულდა 1995 წლის შუა პერიოდში, თუმცა ნინტენდომ რელიზი 1996 წლამდე გადადო[9]. როგორც ნაწილი მეხუთე თაობის კონსოლებისა, იგი კონკურენციას უწევდა PlayStation-სა და Sega Saturn-ს. თავდაპირველი ფასი შეადგენდა 199.99 ამერიკულ დოლარს[10] და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 32.93 მილიონი ეგზემპლარი[3] . Nintendo 64-ის წარმატებამ საშუალება მისცა დეველოპერებს შეექმნათ მისი სხვადასხვა ვარიანტები სხვადასხვა ფერებში,ასევე შეზღუდული რაოდენობის კონტროლერები. საიტ IGN-მა Nintendo 64 დაასახელა მე-9 საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად ისტორიაში[11], ხოლო ჟურნალ Time-მა უწოდა "წლის მანქანა".
Remove ads
გალერეა
- Nintendo 64 კონტროლერით
- ნარინჯისფერი Nintendo 64
- Nintendo 64-ის კონტროლერი
- Nintendo 64-ის მაგნიტური დისკი
- მეხსირების ბარათი
- 64DD-ის მაგნეტური დისკი Nintendo-64-ზე
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Billboard Magazine of May 18, 1996, p.58
- "Why Netscape Almost Didn't Exist",
- Nintendo 64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2007.
- Index of all Nintendo 64 promotional videos
- Nintendo 64 საიტზე Curlie
- US Patent for the N64
- The Most Complete N64 Game Releaselist by NESWORLD დაარქივებული 2011-02-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads

