OK Computer

From Wikipedia, the free encyclopedia

OK Computer
Remove ads

OK Computer — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მესამე სტუდიური ალბომი, გამოცემული ბრიტანეთში 1997 წლის 16 ივნისს ლეიბლზე Parlophone, ხოლო 1997 წლის 1 ივლისს - ლეიბლის Capitol Records მიერ, აშშ-ში. ალბომი აღსანიშნავია ჯგუფის მცდელობით, განერიდოს გიტარაზე ორიენტირებულ ჟღერადობას - როგორც წინა დისკის, The Bends შემთხვევაში მოდა. მრავალდონიანი ჟღერადობისა და მრავალი გავლენის მატარებელი ეს ალბომი გამოირჩევა თავისი დროის ტრადიციული ბრიტპოპისა და ალტერნატიული როკის ჯგუფების შემოქმედებისგან. მან საფუძველი დაუდო Radiohead-ის უფრო გვიანდელ, ექსპერიმენტულ შემოქმედებას.

სწრაფი ფაქტები სტუდიური ალბომი — Radiohead, გამოცემის თარიღი ...
მეტი ინფორმაცია შეფასება გამოცემის პერიოდში, მიმოხილვების ქულები ...

OK Computer არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც თავად მუსიკოსების პროდიუსერობით ჩაიწერა, ნაიჯელ გოდრიჩის მხრიდან მხარდაჭერით. Radiohead-მა იგი ჩაწერა ოქსფორდშირსა და ბათში, 1996 და 1997 წლებში. სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულდა წმ. კეტრინის ველზე განთავსებულ ისტორიულ სასახლეში. ლეიბლმა Capitol ივარაუდა, რომ დისკის გაყიდვები შთამბეჭდავი არ იქნებოდა, ვინაიდან მას არატიპიური, არაკომერციული ჟღერადობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, OK Computer მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის პირველ პოზიციაზე და აშშ-ს ჯგუფის იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ჩანაწერად იქცა (#21 პოზიცია ბილბორდის 200-ეულში. ალბომიდან გამოიცა სამი სინგლი - Paranoid Android, Karma Police და No Surprises.

ალბომმა ჯგუფს მსოფლიო პოპულარობა შესძინა და დღეისათვის 4.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. გამოცემის პერიოდში მას მნიშვნელოვნად დადებითი შეფასება ახლდა და კრიტიკოსები მას დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ალბომად თვლიან. მისი გავლენა შემდგომი თაობის მუსიკოსებზე აღინიშნა ბრიტპოპის უფრო მელანქოლიური და ატმოსფერული სტილისტიკის მიმართულებით მოძრაობით, რაც დღევანდელ ალტერნატიულ როკს ახასიათებს. კრიტიკოსები და მოყვარული ხშირად აღნიშნავენ ალბომის სიმღერების ტექსტებსა და გარეკანზე დამალულ მნიშვნელობას - სხვადასხვა თემას, როგორიც არის გაცოფებული მომხმარებლობა, სოციალური განცალკევება, პოლიტიკური სტაგნაცია და უკმარისობა. 2008 წელს ალბომის გრამფირფიტაზე გამოცემამ ზოგადად გრამფირფიტების ბიზნესს პოპულარობა კვლავ შესძინა, ხოლო 2009 წელს OK Computer-ის ვრცელი სახით გამოცემამ (რაც ჯგუფის ნებართვის გარეშე მოხდა) ინტერესი ალბომისა და მისი მნიშვნელობის მიმართ კვლავ გამოაღვიძა.

Remove ads

საფუძველი

ჯგუფის წინა ალბომი, 1995 წლის The Bends დიდი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომაც კომპანიამ EMI კოლექტივს ნება დართო, საკუთარი ძალებით და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ჩაეწერა მორიგი სტუდიური დისკი. ხუთეულის მორიგი ალბომის პროდიუსერად დანიშნეს მაშინ ნაკლებად ცნობილი ნაიჯელ გოდრიჩი. პირველი სიმღერებიდან იყო Lucky, რომელიც შეტანილი იქნა 1995 წლის ალბომში War Child. ჩაწერის სტილიც უჩვეულო იყო. კოლინ გრინვუდის თქმით, მათ მხოლოდ სურდათ ამ ალბომის ქალაქისგან შორს ჩაწერა.

Radiohead-ის წევრები არც ფიქრობდნენ, რომ The Bends-ზე უფრო წარმატებულ დისკს შექმნიდნენ. ჯონი გრინვუდი იხსენებს: ”მეორე ალბომში ყველაფერი ჩავდეთ, რაც გვსურდა და ყველა სახის რჩევა დავივიწყეთ...ამით ბევრ ადამიანს მოვაწონეთ თავი...გამოდის, რომ იგივე უნდა გაგვეკეთებინა”.

მუსიკალური და ტექსტური თვალსაზრისით ჯგუფი შეიცვალა. ფილ სელუეის თქმით, The Bends იყო გარდამავალი ალბომი და იგივე ტიპის დისკის გამოტანა მოსაწყენი იქნებოდა.

Remove ads

ჩაწერა

1996 წლის დასაწყისში ჯგუფმა იქირავა ვაშლის შესანახი ფარდული Canned Applause, რომელშიც დაიწყო რეპეტიციები და ჩაწერა. შეძენილი იქნა დაახლოებით 140.000 დოლარის ღირებულების მობილური ტექნიკა. ალბომის 35% ჩაწერილი იქნა ამ პორტატული სისტემის დახმარებით. ასეთი სიმღერებია Subterranean Homesick Alien, Electioneering, No Surprises და The Tourist.

1996 წლის ივლისში/აგვისტოში ჯგუფმა შეისვენა საკონცერტო ტურისგან, რომელზეც შესრულებული იქნა ისეთი სიმღერები, როგორიც იყო Airbag, Paranoid Android, Let Down, Climbing Up the Walls და Karma Police.

სექტემბერში განახლდა ჩაწერები გოდრიჩის მონაწილეობით. ბათში განლაგებულ სტუდიაში ჯგუფმა თითქმის დაასრულა მუშაობა ალბომზე, თანაც, ყოველგვარი წნეხის გარეშე. ერთადერთი პრობლემა იყო სიმღერის Exit Music (For a Film) დასრულება, რომელიც ასევე უნდა შეეტანათ ფილმში რომეო + ჯულიეტა.

შედეგად, ქალაქისგან იზოლაციამ და სხვადასხვა სტუდიის გამოყენებამ თავისი შედეგი მოიტანა. ეს იყო ჯგუფის ყველაზე დახვეწილი დისკი, ახალი მუსიკალური ელემენტებით, ნახევრადკონცეფტუალური შინაარსით, ჩაწერის დროს გამოყენებული არაორდინალური ჩაწერის მეთოდებით. ები-როუდის სტუდიაში დასრულებული დისკი გამოვიდა 1997 წლის 16 ივნისს და სასიამოვნოდ გააოცა ჯგუფის ყველა მსმენელი.

Remove ads

სიმღერების სია

ყველა სიმღერის ავტორი — ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, ედ ო'ბრაიენი, კოლინ გრინვუდი და ფილ სელუეი.

მეტი ინფორმაცია სტანდარტული გამოცემა, # ...
მეტი ინფორმაცია სპეციალური საკოლექციო გამოცემა, დისკი 2, # ...
მეტი ინფორმაცია სპეციალური საკოლექციო გამოცემა, DVD, # ...
მეტი ინფორმაცია OKNOTOK-ის დამატებითი დისკი (2017), # ...
Remove ads

ჩარტები და სერტიფიცირებები

ყოველკვირეული ჩარტები

მეტი ინფორმაცია ჩარტი (1997), უმაღლესი პოზიცია ...

სერტიფიცირებები

მეტი ინფორმაცია რეგიონი, სერტიფიცირება ...
Remove ads

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads