პირადი პლანშეტური კომპიუტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
პლანშეტური კომპიუტერი, ხშირად მოიხსენიება როგორც პლანშეტი — მობილური მოწყობილობა, რომელიც ბრტყელ კორპუსში აერთიანებს მობილურ ოპერაციულ სისტემას, სენსორულ ეკრანს, დამუშავების ელექტრონულ სქემებსა და მრავალჯერადი დატენვის ბატარეას. პლანშეტებს, კომპიუტერებისა, სხვა მოწყობილობების მსგავსად, ერთნაირი შესაძლებლობები გააჩნიათ, თუმცა აკლიათ ზოგიერთი შეტანა-გამოტანის (I/O) ფუნქცია.
თანამედროვე პლანშეტები სმარტფონების ბაზაზეა შექმნილი, თუმცა პლანშეტები სმარტფონებთან შედარებით დიდია — მათი ეკრანის ზომა დიაგონალზე 7 ინჩს (18 სმ) ან მეტს შეადგენს[1][2][3][4] და შესაძლოა არ გააჩნდეთ ფიჭური კავშირის მხარდაჭერა. ლეპტოპებისგან განსხვავებით (რომლებიც ტრადიციულად დესკტოპისთვის შექმნილ ოპერაციულ სისტემებზე მუშაობენ), პლანშეტები, სმარტფონების მსგავსად, ჩვეულებრივ, მობილურ ოპერაციულ სისტემებს იყენებენ.
2010 წელს Apple-მა გამოუშვა მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი პირველი პლანშეტი iPad.[5] შედეგად პლანშეტების გავრცელების არეალი სწრაფად გაიზარდა, და დღესდღეობით, მასობრივად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში.[6] მწარმოებელთა შორის ბაზრის ყველაზე დიდ წილს Apple ფლობს, რომელსაც Samsung-ი და Lenovo მოჰყვებიან.[7]
- Samsung Galaxy Tab S5e-ის უკანა კორპუსი
- Samsung Galaxy Tab S9
- Microsoft Surface Pro 11 — 2-ერთში ტიპის პლანშეტი მოხსნადი კლავიატურით.
- HP-ის პლანშეტი Windows XP-ის ოპერაციული სისტემით.
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პირადი პლანშეტური კომპიუტერი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads