Tapwave Zodiac

პორტატიული სათამაშო კონსოლი From Wikipedia, the free encyclopedia

Tapwave Zodiac
Remove ads

Tapwave Zodiacმეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია Tapwave-ის მიერ. დაანონსდა 2003 წლის მაისში, ხოლო გაყიდვები დაიწყო იმავე წლის ოქტომბერში.[1]

სწრაფი ფაქტები მწარმოებელი, ტიპი ...

სისტემა გათვლილი იყო 18-34 წლამდე აუდიტორიისთვის და გააჩნდა მუსიკის მოსმენის, ფოტოს დათვალიერებისა და ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა.

თავდაპირველად ხელმისაწვდომი იყო Zodiac-ის ორი მოდელი, Zodiac 1 (32მბ, 299 აშშ დოლარი) და Zodiac 2 (128მბ, 399 აშშ დოლარი). მასზე გამოვიდა ისეთი ცნობილი თამაშები როგორებიცაა „Tony Hawk's Pro Skater 4“ (Activision); „Mototrax“ (Activision); „Spy Hunter“ (Midway); „Madden NFL 2005“ (EA/MDM); „Doom II“ (id Software); „Golden Axe III“ და „Altered Beast“ (Sega); „Warfare Incorporated“ (Handmark); და „Duke Nukem Mobile“ (3D Realms/MachineWorks).

კონსოლი წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად. ეს გამოწვეული იყო არასაკმარისი დაფინანსებით, აგრეთვე Sony-ს PlayStation Portable-ისა და Nintendo DS-ის მხრიდან ძლიერი კონკურენციით. Tapwave Zodiac-ის წარმოება შეწყდა 2005 წლის 25 ივლისს.[2][3]

კონსოლს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. მას აგრეთვე გადაეცა უამრავი ჯილდო, მათ შორის „წლის 10 საუკეთესო გაჯეტი“ (Stuff“), „Fetish Award“ „Wired“), Best of What’s New Award '(„Popular Science“)[4] „რედაქტორთა არჩევანი“ (CNET), „2004 Next Gear Innovations Award“ („PC World“), „2003 წლის ყველაზე ინოვაციური ჯიბის კომპიუტერი“ („Handheld Computing“),[5] „2003 წლის საუკეთესო მოწყობილობა“ („Time“),[6] 2003 წლის საუკეთესო პროდუქტი („Business Week“) და სხვა.[7]

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads