The Fame Monster
ლედი გაგას EP ალბომი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
The Fame Monster (ქართ. დიდების მონსტრი) — ამერიკელ პოპ მომღერალ და სიმღერების ავტორ ლედი გაგას სადებიუტო ალბომის The Fame (2008) ხელახალი გამოცემა და მესამე EP ალბომი. იგი გამოიცა 2009 წლის 18 ნოემებრს ლეიბლზე Interscope Records. თავდაპირველად იგეგმებოდა The Fame-ის დელუქს ვერსიად გამოცემა, თუმცა გაგას და მისი ლეიბლის გადაწყვეტილებით გამოიცა როგორც ცალკე EP ალბომი რომლის დელუქს ვერსიაში მთლიანად იქნა შეტანილი ცალკე დისკად გაგას სადებიუტო ალბომი. გაგა განმარტებით ორივე ალბომი ერთად წარმოადგენს ინი და იანის კონცეფციას.
მუსიკალური თვალსაზრისით The Fame Monster არის პოპ ალბომი, რომელზეც გავლენას ახდენს 1970-იანი და 1980-იანი წლების დისკო, გლემ-როკი, სინთპოპი და გოთიკური მუსიკა. გაგას თქმით, ალბომში შესული სიმღერები შთააგონა გოთიკურმა მუსიკამ და მოდის შოუებმა. ალბომში შესული სიმღერები ეხება დიდების ბნელ მხარეებს რომლებიც გაგამ მიიღო საკუთარი გამოცდილებიდან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას, გაგა ამ ყველაფერს გადმოსცემს მონსტრის მეტაფორით. ალბომის გარეკანი ეკუთვნის ფოტოგრაფ და დიზაინერ ჰედი სლიმანს რომელიც გადაწყვეტილია გოთიკურ სტილში.
ალბომმა კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება. ზოგიერთი ქვეყნის ჩარტში ხდებოდა The Fame-თან ერთად გაყიდვების დაჯამება, ალბომმა დაიკავა პირველი პოზიცია დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, გერმანიის, ირლანდიის, ახალ ზელანდიის და პოლონეთის ჩარტებში. ამერიკის შეერთებულ შტატების ბილბორდ 200-ში დაიკავა მეხუთე პოზიცია, ხოლო პირველი პოზიცია დაიკავა ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული ალბომების ჩარტში. გრემის 53-ე დაჯილდოებაზე ალბომი წარდგენილი იქნა 6 ნომინაციაში, მათ შორის წლის ალბომის ნომინაციაში. საბოლოოდ გაიმარჯვა სამ ნომინაციაში — საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი, საუკეთესო პოპ ვოკალური შესრულება სინგლისთვის Bad Romance და საუკეთესო ვიდეო.
ალბომის პირველი სინგლი — Bad Romance საერთაშორისო ჰიტად იქცა და დაიკავა პირველი პოზიცია ოცზე მეტი ქვეყნის ჩარტში, ხოლო აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე პოზიცია. ალბომის შემდეგი ორი სინგლი — Telephone და Alejandro ასევე წარმატებულები აღმოჩდნენ და შევიდნენ მრავალი ქვეყნის ტოპ ათეულში, მათ შორის აშშ-ში და დიდ ბრიტაეთში. სიმღერა Dance in the Dark გამოიცა როგორც ალბომის მეოთხე სინგლი საფრანგეთში და ოკეანეთში, რომელიც წარდგენილი იქნა გრემიზე საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ნომინაციაში. 2009 წლის ნოემბერში ალბომის მხარდასაჭერად გაგამ დაიწყო მეორე მსოფლიო ტურნე — The Monster Ball Tour რომელიც დასრულად 2011 წლის მაისში. ტურნეს საერთო ჯამში დაესწრო 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი რომლის შემოსავალმაც შეადგინა 227.4 მილიონი აშშ დოლარი და დასახელდა ყველა დროის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან ტურნედ.
Remove ads
სინგლები
Bad Romance არის პირველი სინგლი ამ ალბომიდან. სინგლის ნაწყვეტის პრემიერა გაიმართა 2009 წელის 3 ოქტომბერს შოუ Saturday Night Live-ში. იგივე შოუზე წარმოდგენილი იქნა სიმღერები Poker Face და LoveGame. სინგლი გამოვიდა 2009 წლის 27 ოქტომბერს. იგი მოხვდა კანადის Hot 100-ის, ბრიტანული სინგლების სიის, ევროპული Hot 100-ის, გერმანული სინგლების და ავსტრიის, ბულგარეთის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ნორვეგიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის და შვედეთის ჩარტების პირველ ადგილებზე. სიმღერამ ასევე დაიკავა მეორე ადგილი აშშ-ის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, და შვეიცარიის ჩარტებში. 2011 წლის 13 თებერვალს სიმღერამ მიიღო გრემის ჯილდო ქალის საუკეთესო პოპ-ვოკალური შესრულებისთვის, ხოლო სინგლის მუსიკალურმა ვიდეომ - ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ვიდეოსთვის.
Telephone გამოვიდა ამ ალბომის მეორე სინგლის სახით. სიმღერა ჩაწერილია ამერიკელ R&B მომღერალ ბიონსესთან ერთად. გაგამ სიმღერა პირველად შეასრულა 2010 წლის BRIT Awards-ზე. ამ სიმღერის შესრულება გაგამ მიუძღვნა დიზაინერ ალექსანდრ მაკ-კუინის ხსოვნას. სიმღერის კლიპის პრემიერა გაიმართა არხ E! News-ზე 2010 წლის 11 მარტს. გაგამ განაცხადა, რომ ვიდეო არის სინგლ Paparazzi-ის კლიპის გაგრძელება. სინგლი კრიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც ალბომის გამორჩეული სიმღერა. 2010 წლის 22 მარტს სინგლმა მიაღწია პირველ ადგილზე ბრიტანული სინგლების სიაში.
Alejandro გამოიცა ალბომის მესამე სინგლის სახით. თავდაპირველად Dance in the Dark დაგეგმილი იყო ალბომის მესამე სინგლად. მაგრამ გაგამ გადაწყვიტა, რომ ალბომის მესამე სინგლი უნდა ყოფილიყო Alejandro. სინგლის გამოცემაზე ცნობილი გახდა 2010 წლის 20 აპრილს. მან მიაღწია პირველ ხუთეულში ავსტრალიური და კანადურ ჩარტებში და მოხვდა Billboard-ის Hot 100-ის ხუთეულში.
Dance in the Dark გამოვიდა როგორც მეოთხე და საბოლოო სინგლი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და საფრანგეთში. თავდაპირველად იგი გამოვიდა, როგორც სარეკლამო სინგლი iTunes Store-ის Countdown to Lady Gaga's The Fame Monster-ის ფარგლებში, 2009 წლის 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის iTunes-ზე სიმღერა "Alejandro"-სთან ერთად. გაგას სურვილით სიმღერა თავდაპირველად უნდა გამოსულიყო, როგორც მესამე სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით "Telephone"-ს შემდეგ, მაგრამ გაგას ლეიბლის გადაწყვეტილებით მესამე სინგლად გამოცხადდა სიმღერა "Alejandro".[13][14]
Remove ads
სიმღერების სია
- ჩანაწერები
Remove ads
პერსონალი
ინფორმაცია პერსონალის შესახებ აღებულია ალბომ The Fame Monster-ის ბუკლეტიდან.[23]
|
|
ჩარტები
Remove ads
სერტიფიცირებები
Remove ads
გამოცემების ისტორია
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- Lady Gaga / The Fame Monster დაარქივებული 2017-02-08 საიტზე Wayback Machine. ლედი გაგას ოფიციალურ საიტზე.
- The Fame Monster საიტზე Discogs (გამოცემების სია)
- The Fame Monster საიტზე Metacritic
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads