Vampire Weekend
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
Vampire Weekend — ამერიკული როკ-ჯგუფი ნიუ-იორკიდან, რომელიც ჩამოყალიბდა 2006 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ვოკალისტი და გიტარისტი ეზრა კენიგი, დრამერი კრის ტომსონი და ბას გიტარისტი და ვოკალისტი კრის ბაიო. ჯგუფის პირველი ალბომი Vampire Weekend გამოვიდა 2008 წელს რამდენიმე სინგლთან ერთად: „Mansard Roof“, „A-Punk“, „Oxford Comma“, „Cape Cod Kwassa Kwassa“ და „The Kids Don't Stand a Chance“. მეორე ალბომი Contra კი, 2 წლის შემდეგ, 2010 წელს გამოვიდა, რომელმაც წინა ალბომის მსგავსად მიაღწია დიდ კომერციულ წარმატებას. ჯგუფის მესამე ალბომმა Modern Vampires of the City, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური ალბომის ნომინაციაში.[1]
Remove ads
ჯგუფის პირველი ალბომი Vampire Weekend გამოვიდა 2008 წლის 29 იანვარს. მან მალევე მიაღწია წარმატებას აშშ-ში და გაერთიანებულ სამეფოში. ალბომი UK Albums Chart-ში იკავებდა მე-15 პოზიციას, ხოლო მე-17 პოზიციას „ბილბორდ 200-ში“.
ჯგუფის მეორე ალბომი Contra დიდ ბრიტანეთში გამოვიდა 2010 წლის 11 იანვარს, ხოლო მომდევნო დღეს აშშ-ში. ალბომის პირველი სინგლი „Horchata“ გამოვიდა 2009 წლის ოქტომბერს. მეორე სინგლი „Cousins“ კი — 2009 წლის 17 ნოემბერს. Contra იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომლის დებიუტი № 1 პოზიციაზე შედგა „ბილბორდ 200-ში“.[2]
ალბომი Modern Vampires of the City გამოვიდა 2013 წლის მაისში. იგი დაიწერა და ჩაიწერა სხვადასხვა ადგილებში.[3]
2016 წლის 26 იანვარს ბატმანგლიჯმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი ჯგუფიდან წასვლის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ ის გააგრძელებდა მუშაობას ჯგუფის მთავრ ვოკალისტთან და გიტარისტთან ეზრა კენიგთან ერთად. იმავე დღეს ეზრა კენიგმა გაავრცელა ინფორმაცია Vampire Weekend-ის მეოთხე ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით. ამ განცხადების მიხედვით, ალბომი სტუდიაში უკვე იწერებოდა ბატმანგლიჯთან ერთად.[4]
Members
- Current members
- კრის ბაიო – ბას გიტარა, ბექ-ვოკალი (2006–დღემდე)
- ეზრა კენიგი – ვოკალი, გიტარა, პიანინო, ლირიკა (2006–დღემდე)
- Chris Tomson – დრამი, ბექ-ვოკალი, პერკუსია (2006–დღემდე) [5]
- ყოფილი წევრები
- როსტამ ბატმანგლიჯი – გიტარა, ბექ-ვოკალი, ვოკალი, კლავიშებიანი, ლირიკა (2006–2016)[6]
ქრონოლოგია

დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- Vampire Weekend (2008 წელი)
- Contra (2010 წელი)
- Modern Vampires of the City (2013 წელი)
- Father of the Bride (2019 წელი)
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Vampire Weekend“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads