Windows 10 Mobile

From Wikipedia, the free encyclopedia

Windows 10 Mobile
Remove ads

Windows 10 MobileMicrosoft-ის მიერ შემუშავებული უახლესი ოპერაციული სისტემა, რომელმაც გააგრძელა Windows Phone ოპერაციული სისტემის ხაზი. მისი ოფიციალური ვერსიის გამოსვლის თარიღად 2015 წლის დეკემბრის დასაწყისი ითვლება, როდესაც გამოვიდა Microsoft-ის ახალი ფლაგმანი სმარტფონები Microsoft Lumia 950 და Microsoft Lumia 950XL. ეს ორი ფლაგმანი სმარტფონი არიან პირველები რომლებიც მუშაობენ ამ ახალ ოპერაციულ სისტემაზე და ლოგიკურია რომ მათი გამოსვლის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე Microsoft-მა გამოუშვა კიდევ ერთი საშუალო კლასის სმარტფონი იმავე ოპერაციული სისტემით Microsoft Lumia 550. ამ სისტემის საჩვენებელი ვერსია (Preview Build) Lumia-ს ზოგიერთი მომხმარებელთათვის რამდენიმე თვით ადრე გახდა ხელმისაწვდომი მაგრამ თავად კორპორაცია მათ ამ ვერსიის დაყენების რეკომენდაციას არ აძლევდა რადგან ეს იყო მხოლოდ საჩვენებელი ვერსია და ამიტომაც მას ბევრი შეცდომები ე.წ. „ბაგები“ ჰქონდა თუმცა ამ სისტემის შემქმნელებმა Microsoft Lumia-ს ფანების ცნობისმოყვარეობაც გაითვალისწინა და მათ მისცა შესაძლებლობა რომ Windows 10 Mobile Preview Build-ის დაყენების შემდგომ მისი წინა ვერსიაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მათ მიეცათ შესაძლებლობა წინა ვერსიას დაბრუნებოდნენ. ამ ვერსიის ოფიციალურ ვერსიასაც გაჰყვა მცირე შეცდომები მაგრამ მისი მოგვარება განახლებების დაყენებითაა შესაძლებელი. Microsoft-ის მიერ შექმნილი ეს ოპერაციული სისტემა უკვე ძალიან პოპულარულია და მასზე რამდენიმე ბრენდი (მაგალითად HP) უკვე უშვებს უმაღლესი კლასის სმარტფონებს რომლებიც უახლესი ტექნიკური მახასიათებლებით იქნებიან აღჭურვილნი.

სწრაფი ფაქტები შემქმნელი, თავდაპირველი ვერსიისსაბოლოო ვარიანტი ...
Remove ads
Remove ads

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads