იან ტინბერგენი

From Wikipedia, the free encyclopedia

იან ტინბერგენი
Remove ads

იან ტინბერგენი (ნიდერლ. Jan Tinbergen; დ. 12 აპრილი, 1903 — გ. 9 ივნისი, 1994) — ნიდერლანდელი ეკონომისტი, ეკონომეტრიის ფუძემდებელი. ნიდერლანდის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი. ნიდერლანდის ეკონომეტრიის სკოლის პროფესორი. 1945-1955 წლებში დაგეგმვის ბიუროსა და პროგრამირების დირექტორი, 1965-1972 წლებში — გაეროს დაგეგმვის კომიტეტის პრეზიდენტი. ნობელის პრემია ეკონომიკაში მიენიჭა 1969 წელს ეკონომიკური პროცესების ანალიზის მათემატიკური მეთოდების დამუშავებისათვის. წამოაყენა „ოპტიმალური წყობილების“ თეორია. იკვლევდა ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის, ეკონომიკური განვითარების მოდელირებისა და სხვა საკითხებს.

სწრაფი ფაქტები იან ტინბერგენი, მშობლიური სახელი ...
Remove ads

თხზულებები

  • Business cycles in the United Kingdom 1870— 1914, Amst., 1951;
  • On the theory of economic policy, Amst., 1952;
  • International economic integration, 2 ed., Amst., 1965.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads