ლორენცის ძალა

ლორენცის ძალა — ძალა, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე From Wikipedia, the free encyclopedia

ლორენცის ძალა
Remove ads
Remove ads

ლორენცის ძალაძალა, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე. SI სისტემის ერთეულებში ელექტრული ველისა და მაგნიტური ველის მეშვეობით ის შემდეგნაირად გამოისახება:

,
Thumb
q მუხტის მქონე ნაწილაკის ტრაექტორია მაგნიტური ველის (B) ზეგავლენით (რომელიც ნახაზის პერპენდიკულარულია) q მუხტის სხვადასხვა ნიშნისთვის.
Thumb
ელექტრონების ნაკადის წრიული მოძრაობა მაგნიტური ველის გავლენით.

სადაც

არის ძალა (ნიუტონებში)
არის ელექტრული ველის დაძაბულობა (ვოლტი/ ერთეულებში)
არის მაგნიტური ინდუქცია (ტესლებში)
არის ნაწილაკის მუხტი (კულონებში)
არის ნაწილაკის მყისიერი სიჩქარე (/წმ ერთეულებში)

ვექტორ პოტენციალისა და ელექტრული პოტენციალის მეშვეობით ლორენცის ძალა ასე ჩაიწერება:

სადაც:

და ∇ × აღნიშნავს შესაბამისად გრადიენტისა და როტორის ოპერატორებს,
და არის შესაბამისად მაგნიტური ვექტორ პოტენციალი და ელექტრული პოტენციალი, რომლებიც E და B ველებთან დაკავშირებულია შემდეგი თანაფარდობებით[1]

ეს განტოლებები ვექტორული განტოლებებია, ანუ მასში შემავალი სიდიდეები (F, E, v, B, A) ვექტორული სიდიდეებია.

ლორენცის ძალის გამოსახულებიდან გამომდინარეობს, რომ დადებითად დამუხტული ნაწილაკი ელექტრული ველის (E) გავლენით აჩქარდება E-ს მიმართულებით, ხოლო მაგნიტური ველის (B) გავლენით იმოძრავებს როგორც v ასევე B-ს მიმართულებების პერპენდიკულარულად მარჯვენა ხელის წესის შესაბამისად (ამ წესის მიხედვით თუ მარჯვენა ხელის ცერს დავიჭერთ v-ს პარალელურად, ხოლო საჩვენებელ თითს B-ს პარალელურად, მაშინ ნაწილაკზე მოქმედი მაგნიტური ძალა მიმართული იქნება დიდი თითის პარალელურად).

ლორენცის ძალის გამოსახულებაში პირველ წევრს (qE) ჰქვია ელექტრული ძალა, ხოლო მეორე წევრს (qv × B) მაგნიტური ძალა.

Remove ads

ლორენცის ძალა გაუსის ერთეულთა სისტემაში

ზემოთ მოყვანილი ლორენცის ძალის გამოსახულება სამართლიანი SI სისტემის ერთეულებში, რომელიც ფიზიკური ერთეულების ყველაზე პოპულარული სისტემაა ექსპერიმენტატორებს, ინჟინრებსა და ტექნიკურ მუშაკებს შორის. გაუსის ერთეულთა სისტემაში, რომელიც ხშირად გამოიყენება თეორიული ფიზიკის სხვადასხვა დარგებში, ლორენცის ძალის გამოსახულებას შემდეგი სახე აქვს

სადაც c არის სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.

Remove ads

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads