ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: KUT, ICAO: UGKO) ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი[4] ან კოპიტნარი — აეროპორტი ქალაქ ქუთაისიდან 14 კილომეტრით დასავლეთით. ის ერთ-ერთია საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტს შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს[4].
Remove ads
განახლება
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აეროპორტი 2011 წლის ნოემბერში იქნა დახურული. მისი ხელახლა გახსნა კი 2012 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ამ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი[5] და Wizz Air-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი[6]. ქუთაისის აეროპორტმა პირველი რეისი მის ოფიციალურ გახსნამდე 1 თვით ადრე 2012 წლის 28 აგვისტოს მიიღო, რომელსაც სატვირთო Boeing 747 ასრულებდა. ბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ავიარეისების შესრულება სექტემბრიდანვე დაიწყო კიევისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის[7]. ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტია მიიზიდოს დაბალფასიანი ავიაკომპანიები და შექმნას განსაკუთრებული გარემო ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის. აეროპორტი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით[4].
Remove ads
მიზანი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნაა. ბილეთის ხელმისაწვდომი ფასი საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონას ხდის და საშუალებას აძლევს ადგილობრივ მგზავრებს სხვადასხვა მიმართულებით დაბალ ფასად იმოგზაურონ.
შესაძლებლობები
აეროპორტის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2 600 მეტრს შეადგენს და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გარდა ამისა, აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით.
აეროპორტს ადგილმდებარეობით რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. თბილისიდან ორას კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 300 კმ რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა. აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი.
ავიაკომპანიები და დანიშნულებები
Remove ads
სტატისტიკა
მგზავრთა ნაკადის საგრძნობი მატება 2012 წელს, აეროპორტის ხელახლა გახსნიდან მალევე აღინიშნა, ძირითადად ეს განაპირობა Wizz Air-ის ფრენებმა ქუთაისიდან პოლონეთის და უკრაინის აეროპორტების მიმართულებით.
Remove ads
ფაქტი
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი, სიმაღლით მეხუთე ყველაზე მაღალი აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში[15].
რესურსები ინტერნეტში
- ამჟამინდელი ამინდის პროგნოზი UGKO-სთვის დაარქივებული 2011-06-05 საიტზე Wayback Machine.
- უბედური შემთხვევების ისტორია KUT-ისთვის დაარქივებული 2012-10-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads