შოლომ-ალეიხემი

From Wikipedia, the free encyclopedia

შოლომ-ალეიხემი
Remove ads

შოლომ-ალეიხემი (იდიშ. שלום־עליכם, რუს. Шолом-Алейхем, უკრ. Шолом-Алейхем)(ნამდვილი სახელი და გვარი შოლომ ნოხუმის ძე რაბინოვიჩი) (დ. 2 მარტი, 1859, ქალაქი პერეიასლავი, უკრაინა — გ. 13 მაისი, 1916, ნიუ-იორკი, აშშ) – ებრაელი მწერალი. წერდა ებრაულ ენაზე, იდიშზე და რუსულზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1879 წლიდან. ებრაული და რუსული ლიტერატურის დემოკრატიისა და საგანმანათლებლო ტრადიციების მიმდევარი იყო.

სწრაფი ფაქტები შოლომ-ალეიხემი, დაბადების თარიღი ...

1900-იან წლების დასაწყისში დაუახლოვდა ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვს, მ. გორკის, ვ. კოროლენკოს. 1905-07 რევოლუციური განწყობილებანი აისახა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ მის სატირულ პამფლეტებში, მოთხრობებში („ბიჭუნა მოტლი“), რომანში „წარღვნა“. რეაქციის გაბატონებისა და კიევის ებრაელთა ცნობილი დარბევის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა. 1908 წელს დაბრუნდა რუსეთში. შოლომ-ალეიხემის შემოქმედება გამოირჩევა დიდი ჰუმანიზმით, უბადლო იუმორით, მდიდარი ენით. იგი პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

Remove ads

ლიტერატურა

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads