From Wikipedia, the free encyclopedia
ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანი (გერმ. August Wilhelm von Hofmann; დ. 8 აპრილი, 1818, ჰისენი — გ. 5 მაისი, 1892, ბერლინი) — გერმანელი ქიმიკოსი.
ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანი | |
---|---|
გერმ. August Wilhelm von Hofmann | |
დაბ. თარიღი | 8 აპრილი, 1818[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | გისენი[7] |
გარდ. თარიღი | 5 მაისი, 1892[1] [3] [10] [4] [5] [6] [7] [8] [9] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი[11] [7] |
დასაფლავებულია | დოროთეენშტადტის სასაფლაო[12] |
მოქალაქეობა | ჰესენის დიდი საჰერცოგო |
საქმიანობა | ქიმიკოსი[13] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ბონის უნივერსიტეტი, Royal School of Mines და ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი და გისენის უნივერსიტეტი[14] |
განთქმული მოსწავლეები | ტოიტირო ნაკაჰამა |
შვილ(ებ)ი | ალბერტ ჰოფმანი |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[15] , ფარადეის ლექციის პრიზი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, სამეფო მედალი, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის, ალბერტის მედალი და ennoblement |
დაამთავრა ჰისენის უნივერსიტეტი. იყო ი. ლიბიხის მოწაფე. 1845–1865 ლონდონის სამეფო ქიმიის კოლეჯის დირექტორი, 1861-იდან ლონდონის ქიმიის საზოგადოების პრეზიდენტი. 1865–1892 ბერლინის უნივერსიტეტის ქიმიის კათედრის გამგე. 1868 დააარსა გერმანიის ქიმიის საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც იყო 1892 წლამდე.
ჰოფმანი და მისი სკოლის შრომებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვანახშირის ფისის სამრეწველო გადამუSავებისა და სინთეზური საღებრების წარმოების შექმნაში. 1871 ჰოფმანმა კ. მარციუსთან ერთად აღმოაჩინა C6H5 — NH — CN3 —› CH3 — C6H4 — NH2 ტიპის გადაჯგუფება. 1881 ჰოფმანმა აღმოაჩინა კარბომჟავების ამიდებისაგან ამინების მიღება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.