ანდრომედეს გალაქტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრომედას გალაქტიკა (ანდრომედას ნისლეული, M31, NGC 224, PGC 2557) — სპირალური გალაქტიკა, რომელიც დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება დედამიწიდან, ანდრომედას თანავარსკვლავედში. ის ასევე ცნობილია, როგორც "მესიე 31", M31 ან NGC 224. ანდრომედა ხშირად არის მოხსენიებული ძველ ტექსტებში, როგორც "დიდებული ანდრომედას ნისლეული". ეს გალაქტიკა უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკასთან მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი მითოლოგიური პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "ადგილობრივ ჯგუფში", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს "ირმის ნახტომს" და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "ადგილობრივ ჯგუფში", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ ბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი ვარსკვლავი: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარდ მნათობს.
ტერმინს „ანდრომედა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ანდრომედა (მრავალმნიშვნელოვანი). |
ანდრომედას გალაქტიკა (ავტორი: დავით დვალი, გადაღებულია თბილისიდან) | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | ანდრომედა |
პირდაპირი ასვლა: | 00სთ 42წთ 44,3წმ |
დახრილობა: | 41გრად 16მინ 9სეკ |
წითელი წანაცვლება: | z = −0.001 (ნიშანი მინუსი მიუთითებს იისფერ წანაცვლებაზე) |
მანძილი: | 2.5 მილიონი სინათლის წელიწადი |
მასა: | 1×1012 M☉ |
სპექტრული ტიპი: | SA(s)b |
ვარსკვლავიერი სიდიდე: | 3,44 |
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: | 3,44 |
ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1×1011 მზის მასას. შედარებისთვის, 2009 წლის კვლევების მიხედვით, "ირმის ნახტომი" და ანდრომედა დაახლოებით ერთი და იმავე მასის არიან, ხოლო 2006 წლის გამოკვლევები აჩვენებენ, რომ "ირმის ნახტომი" ანდრომედას მხოლოდ 80% იწონის. 3,75 მილიარდ წელიწადში, ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთს შეეჯახება.