From Wikipedia, the free encyclopedia
ართურ მილერი (ინგლ. Arthur Asher Miller; დ. 17 ოქტომბერი, 1915 — გ. 10 თებერვალი, 2005) — ამერიკელი დრამატურგი, ესსეისტი, მწერალი. წამყვანი ფიგურა ამერიკულ ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში თითქმის 60 წლის განმავლობაში; დაწერილი აქვს დიდი რაოდენობით პიესა, რომლებიც დღემდე ისწავლება და სრულდება მსოფლიოს მრავალ სცენაზე. გახმაურებული საზოგადო ფიგურა იყო ასევე თემთა პალატის არაამერიკული საქმიანობების გამოძიების კომიტეტისთვის ჩვენების მიცემაზე უარის გამო, შემდეგ კი მერილინ მონროზე ქორწინებით 1956 წელს. სიცოცხლის ბოლოს ყველა დროის უდიდეს ამერიკელ დრამატურგად მიიჩნეოდა.
მილერის პირველი წარმატებული პიესა იყო „ბალახი კვლავ იზრდება“. 1944 წელს გამოქვეყნდა მისი ნარკვევების კრებული „ნორმალური ვითარება“ და პირველად დაიდგა პიესა „ყოვლად იღბლიანი კაცი“. მისი აღიარებული პიესებია „ყველა ჩემი ვაჟიშვილი“(1948) და „კომივოიაჟორის სიკვდილი“ (1949, პულიცერის პრემია), „ხედი ხიდიდან“, „ორი ორშაბათის გახსენება“ (ორივე 1954), „ფასი“ (1967) მილერის მოთხრობებია მიუსაფარნი (1961), დაცემის შემდეგ (1964), „შემთხვევა ვიშიში“ (1965).
1967 წელს ჩავიდა თბილისში, სადაც დაესწრო საკუთარი პიესის „სეილემის პროცესის“ დადგმას რუსთაველის თეატრში. მისი სხვა პიესა, „ხედი ხიდიდან“ დადგა გორის თეატრმა 1968 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.