From Wikipedia, the free encyclopedia
ბანსკა-ბისტრიცა (სლოვაკ. Banská Bystrica; უნგრ. Besztercebánya; გერმ. Neusohl) — ქალაქი ცენტრალურ სლოვაკეთში, ბანსკა-ბისტრიცის მხარის ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 362 მ სიმაღლეზე, მდინარე ჰრონის კლაკნილში, რომელიც შემოსაზღვრულია დაბალი ტატრების, დიდი ფატრისა და კრემნიცკე-ვრხის მთებით. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 78 327 ადამიანი. ბანსკა-ბისტრიცა 1944 წლის 29 აგვისტოდან 27 ოქტომბრამდე იყო სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მთავარი ცენტრი. ბანსკა-ბისტრიცა ამჟამად ცენტრალური სლოვაკეთის არაოფიციალური დედაქალაქია. არის ღირსშესანიშნავი ობიექტები.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბანსკა-ბისტრიცა სლოვაკ. Banská Bystrica | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
კოორდინატები | 48°43′57″ ჩ. გ. 19°08′57″ ა. გ. | ||||
მმართველი | Ján Nosko | ||||
პირველი ხსენება | 1255 | ||||
ფართობი | 103.37 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 362 მ | ||||
მოსახლეობა | 78 327 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +421-48 | ||||
საფოსტო ინდექსი | 97401 | ||||
საავტომობილო კოდი | BB | ||||
ოფიციალური საიტი | banskabystrica.sk | ||||
ქალაქს აქვს მუნიციპალიტეტის სტატუსი, ჰყავს მერი (სლოვაკ. primátor) და ქალაქის საბჭო (mestské zastupiteľstvo). ირჩევიან ოთხი წლით. მოქმედი მერია (2014 წლიდან) იან ნოშკო, უპარტიო. ქალაქი იყოფა ოთხ რაიონად:[1]
ბანსკა-ბისტრიცა არის ამავე სახელწოდების მხარის დედაქალაქი[2] 1960-1990 წლებში ის იყო ცენტრი უფრო დიდი რეგიონისა, რომელიც მოცავდა მთელ ცენტრალურ სლოვაკეთს, მაგრამ 1996 წლის რეფორმის შემდეგ ის გაიყო ბანსკა-ბისტრიცას, ჟილინას და ნაწილობრივ ტრენჩინის მხარეებად. ბანსკა-ბისტრიცა არის ამავდროულად ამავე სახელწოდების რაიონის ცენტრი.
ქალაქში განთავსებულია რამდენიმე ეროვნული სახელმწიფო დაწესებულების ადგილობრივი ფილიალი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საგადასახადო სამსახურის, სახელმწიფო ფოსტისა და ეროვნული ბანკის ოფისები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.