From Wikipedia, the free encyclopedia
ბარომეტრი (ძვ. ბერძნ. βάρος — „სიმძიმე“ და μετρέω — „ვზომამ“) — ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობა. ვერცხლისწყლის ბარომეტრი 1644 წელს იტალიელმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ შექმნა[1][2][3]. თუმცა, არსებობს ვარაუდები, რომ იტალიელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა გასპარო ბერტიმ შემთხვევით შექმნა წყლის ბარომეტრი, დაახლოებით 1640-1643 წლებში.[1][4] 1631 წელს ფრანგმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა რენე დეკარტმა წარმოადგინა ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობის პროექტი, თუმცა არ არსებობს რამე დადასტურება იმისა, რომ ამ პერიოდში მოქმედი ბარომეტრი არსებობდა.[1]
სითხიან ბარომეტრებში წნევა განიზომება მილში არსებული სითხის სიმაღლით. ვერცხლისწყლიანი ბარომეტრები სხვა ბარომეტრებზე უფრო ზუსტია და მეტეოსადგურების მიერ გამოიყენება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.