From Wikipedia, the free encyclopedia
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერ. Bakı Dövlət Universiteti) — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აზერბაიჯანში. დაარსდა 1919 წელს მამედ ემინ რასულზადეს მიერ.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
Bakı Dövlət Universiteti | |
დაფუძნდა | 1919 |
ტიპი | საჯარო |
თანამშრომელი | 1300 |
რექტორი | აბელ მაჰარამოვი |
მდებარეობა | აზერბაიჯანი |
ქალაქი | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
www.bsu.edu.az |
უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია რომელზეც 22000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში შედის აგრეთვე გამოყენებითი მათემატიკის და ფიზიკური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, საგამოფენო ცენტრი, 5 მუზეუმი, ბიბლიოთეკა და გამომცემლობა.
უნივერსიტეტში 121 კათედრაა, მათ შორის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, 37 სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო ლაბორატორია და სხვა.
1919 წლის 1 სექტემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაზე მიღებული იქნა კანონი ბაქოში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნის თაობაზე — ახალი სასწავლო დაწესებულება შეიქმნა ევროპისა და აზიის კვეთაზე. უნივერსიტეტი დაარსდა 4 ფაკულტეტით (ისტორიულ-ფილოლოგიური, ფიზიკა- მათემატიკიკური, სამართალსა და მედიცინის ფაკულტეტები). უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო ცნობილი ქირურგი ვ. რაზუმოვსკი.
1920 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა სამედიცინო და ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტთა საფუძველზე. 1924 წელს მას აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაერქვა.1930 წელს უნივერსიტეტი რამდენიმე დამოუკიდებელ ინსტიტუტად გარდაიქმნა. 1934 წლის 4 ნოემბერს უნივერსიტეტი აღდგენილი იქნა როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1], მას ს. კიროვის სახელი დაერქვა.
დიდი სამამულო ომის დროს, ბევრი პროფესორის და მასწავლებლის არარსებობის მიუხედავად, უნივერსიტეტი მაინც წინარე პოზიციაზე დარჩა. 1945 წელს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა, მათ შორის, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და სხვები დაარსდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. მან თავისი 50 წლის იუბილე 13 ფაკულტეტით აღნიშნა.
სტუდენტების ჩარიცხვა ხდება გამოცდების საფუძველზე. არსებობს უფასო და ფასიანი ფაკულტეტები. საბაკალავრო სწავლების ღირებულება 3000 აშშ დოლარზე ნაკლებია[2].
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სტუდენტთა რაოდენობა 22 ათასს შეადგენს, მათ შორის არიან უცხოელები (სტუდენტების საერთო რაოდენობის 3%). პროფესორთა რიცხვი თითქმის 1400 ადამიანია. სტუდენტებს სთავაზობენ სხვადასხვა პროგრამებს საერთაშორისო გაცვლისთვის.
უნივერსიტეტს 4 კორპუსი აქვს. საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნია საკუთარი ბიბლიოთეკა და სპორტული ობიექტები. უნივერსიტეტს ასევე აქვს გამომცემლობა, სადაც სამეცნიერო ნაშრომები, სხვადასხვა ლიტერატურა და გაზეთი „ბაქოს უნივერსიტეტი“ გამოიცემა, რომელიც აღწერს სტუდენტის ცხოვრებასა და უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობას. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს საკუთარი სპორტული კომპლექსი და პოლიკლინიკა. უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტის ასოციაციის (EUA) შემადგენლობაში შედის[3].
ევროპის განათლების სისტემაში ინტეგრირების მიზნით, უნივერსიტეტმა გადაანაცვლა სამწლიანი განათლებაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). საბაკალავრო დონეზე სწავლების დასრულებულის შემდეგ დიპლომის დაცვა ხდება. მაგისტრატურაში სწავლება მთავრდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვით. უნივერსიტეტში სტუდენტთა ცოდნა შეფასებულია ას ქულიანი საკრედიტო სისტემით.
დოქტორანტურა დასრულებულად ითვლება დისერტაციის დაცვითა და მეცნიერების კანდიდატის ხარისხის მინიჭებით.
მეორე უმაღლესი განათლება შეიძლება მიღებულ იქნას ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონკურსში ინდივიდუალურ მოქალაქეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით. ისინი, ვინც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას მეორე უმაღლესი განათლების მისაღებად ირიცხებიან უნივერსიტეტში. სწავლება ფასიანია[4].
უნივერსიტეტში ეუფლებიან შემდეგ სპეციალობას:
2014 წელს, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპერტთა ჯგუფის“ სააგენტომ უნივერსიტეტს მიანიჭა რეიტინგი „D”, რაც ნიშნავს „მისაღები დონის“ კურსდამთავრებულებს[5].
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აზერბაიჯანის ეროვნული რეიტინგის მეორე რიგშია.
რეიტინგში „QS World University Rankings-2011“ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შევიდა მსოფლიოს 700 უნივერსიტეტების სიაში[6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.