ბეგქონდარა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეგქონდარა (ლათ. Thymus) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 5–50 სმ სიმაღლის ბუჩქბალახებია, იშვიათად — ბუჩქები. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. შეიცავს 400-მდე სახეობას.
ბეგქონდარა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Thymus | ||||||||||
|
გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში 17 სახეობაა გავრცელებული, მათგან 14 კავკასიის ენდემია, 2 კი — საქართველოში (Thymus ladjanuricus, Thymus tiflisiensis); გვხვდება უპირატესად სუბალპურსა და ალპურ, აგრეთვე მთის ქვედა და შუა სარტყელში. იზრდება მშრალ ადგილებში, ღორღიან ფერდობებზე და მინდვრებში, ტყეში დეკას ბუჩქების ახლოს, სილიან, კირიან და კაბჟანიან ნიადაგებზე.
ბეგქონდარას მთიან ადგილებში ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს — იგი პირველი სახლდება გადარეცხილ ნიადაგსა და მოშიშვლებულ გრუნტზე. სურნელოვანი მცენარეა, შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია.