ბიჭვინთა
დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბიჭვინთა[3][4] (აფხ. Пицунда[5] [პიცუნდა]) — დაბა საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ბზიფის მარცხენა ნაპირზე, იმავე სახელწოდების კონცხზე, ქალაქ გაგრის სამხრეთით 22 კმ-ზე, სოხუმიდან 80 კმ.
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
ბიჭვინთა აფხ. Пицунда | |
ბიჭვინთის სანაპირო | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | გაგრის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 43°09′35″ ჩ. გ. 40°20′20″ ა. გ. |
პირველი ხსენება | ძვ. წ. II საუკუნე |
ადრეული სახელები | Pityus, Pitiunt |
ამჟამინდელი სტატუსი | 1963 |
კლიმატის ტიპი | სუბრტოპიკული |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და ქართული ენა |
მოსახლეობა | 11 000 კაცი (1989) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +995 443[1] |
საფოსტო ინდექსი | 6700[2] |
საავტომობილო კოდი | ABH |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.