გიორგი შკინინი
ქართველი მორაგბე / From Wikipedia, the free encyclopedia
გიორგი შკინინი (დ. 7 მარტი, 1983, თბილისი) — საქართველოს ეროვნულ ნაკრებისა და რუსეთის სარაგბო კლუბ მეტალურგის მოთამაშე ქართველი მორაგბე. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შედგა 2004 წელს. სულ ნაკრებში ნათამაშები აქვს 38 მატჩი და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეტანილი აქვს 6 ლელო (30 ქულა). აგრეთვე არის საქართველოს მორაგბეთა ეროვნული შვიდკაცა ნაკრების წევრი. 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ჯგუფური ეტაპის მატჩში ქართველების ლელო მის ანგარიშზეა (საბოლოო ანგარიში 14-10).
სწრაფი ფაქტები გიორგი შკინინი, პირადი მონაცემები ...
გიორგი შკინინი | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 7 მარტი, 1983(1983-03-07) (40 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 70 კგ |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
კლუბი | მეტალურგი |
პოზიცია | ფრთა |
ეროვნული ნაკრები | |
ნაკრები |
![]() |
თამაში | 38 |
ქულა | 30 |
დახურვა