![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/08/Wulfila_bibel.jpg/640px-Wulfila_bibel.jpg&w=640&q=50)
გოთური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
გოთური ენა (გოთ. 𐌲𐌿𐍄𐌹𐍃𐌺𐍉𐍂𐌰𐌶𐌳𐌰, Gutisko razda) — გუთების ენა. განეკუთვნება გერმანიკული ენების აღმოსავლეთ ჯგუფს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/08/Wulfila_bibel.jpg/640px-Wulfila_bibel.jpg)
ძირითადად ცნობილია IV—VI საუკუნეების წერილობითი ძეგლებით, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ბიბლიის თარგმანი, რომელიც მიეწერება ვესტგუთ ეპისკოპოს ულფილას — გოთური ანბანის სავარაუდო შემქმნელს. VI საუკუნიდან მოყოლებული გოთური ენა თანდათან კარგავს აქტუალურობას, იტალიასა და ესპანეთში ვიწროვდება რომანული ენებით, ხოლო ყირიმში — ბერძნულით. საბოლოოდ გაქრა IX საუკუნის დასაწყისში.
იგი ერთადერთი აღმოსავლეთგერმანული ენაა, რომლის აღდგენაც შესაძლებელია არსებული წყაროებით, რადგან სხვები — კერძოდ კი ვანდალური ენა და ბურგუნდიული ენა — ცნობილები არიან მხოლოდ ისტორიულ ქრონიკებში დაფიქსირებული საკუთარი და გეოგრაფიული პუნქტების სახელწოდებებით.