გრან-კანარია
From Wikipedia, the free encyclopedia
გრან-კანარია ესპ. Gran Canaria, ასევე ცნობილი, როგორც გრანდ კანარის კუნძული — მეორე ყველაზე დასახლებული კუნძული კანარის კუნძულებს შორის. მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან და არის ესპანეთის ნაწილი. 2019 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა შეადგენდა 851 231 ადამიანს, რაც მთლიანი არქიპელაგის 40%-ია. კუნძულის დედაქალაქია ლას-პალმასი.
სწრაფი ფაქტები კუნძული, ქვეყანა ...
კუნძული | |||
---|---|---|---|
გრან-კანარია ესპ. Gran Canaria | |||
| |||
ქვეყანა | ესპანეთი | ||
დაქვემდებარება | ესპანეთი | ||
ავტონომიური რეგიონი | კანარის კუნძულებიკანარის კუნძულები | ||
მუნიციპალიტეტი | კანარის კუნძულები | ||
კოორდინატები | 27°57′31″ ჩ. გ. 15°35′33″ დ. გ. | ||
ფართობი | 1 560 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 1956 მეტრი | ||
სალაპარაკო ენები | ესპანური | ||
მოსახლეობა | 851 231[1] კაცი (2019) | ||
სიმჭიდროვე | 545.6 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 | ||
დახურვა
გრან-კანარია მდებარეობს ატლანტის ოკეანეში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან 150 კილომეტრის დაშორებით, ხოლო ევროპიდან 1 350 კილომეტრის მანძილზე.[2]კუნძულის ტერიტორია მოიცავს 1 560 კვადრატულ კილომეტრს [3] და არის ფართობით მესამე ყველაზე დიდი კუნძული არქიპელაგში, იეროსა და ფუერტევენტურას შემდეგ. იგი ასევე მესამეა ესპანეთის ყველაზე ხალხმრავალ კუნძულებს შორის, ტენერიფესა და მალიორკას შემდეგ.[4]