დავორ შუკერი
From Wikipedia, the free encyclopedia
დავორ შუკერი (ხორ. Davor Šuker; დ. 1 იანვარი, 1968, ოსიეკი) — ხორვატი ყოფილი ფეხბურთელი. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი. მონაწილეობა მიიღო მუნდიალი 1990-ზე როგორც იუგოსლავიის ნაკრების წევრმა, ასევე ევრო 1996-ზე და მსოფლიოს 1998 და 2002 წლის ჩემპიონატებზე როგორც ხორვატიის ნაკრების წევრმა. არის ხორვატიის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე. 2012 წლიდან დღემდე არის ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 95-ე ადგილზე დასახელდა.[1]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, დაბადების თარიღი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1968 | ||
დაბადების ადგილი | ოსიეკი, იუგოსლავია | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1984 | ოსიეკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1984–1989 | ოსიეკი | 91 | (40) |
1894–1991 | დინამო ზაგრები | 60 | (34) |
1991–1996 | სევილია | 153 | (76) |
1996–1999 | რეალ მადრიდი | 86 | (38) |
1999–2000 | არსენალი | 22 | (8) |
2000–2001 | ვესტ ჰემი | 11 | (2) |
2001–2003 | მიუნხენ 1860 | 2 | (5) |
სულ | 448 | (203) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992–2002 | ხორვატია | 69 | (45) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა