დამოუკიდებელი ალბანეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
დამოუკიდებელი ალბანეთი — 1912 წლის 28 ნოემბერს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი პერიოდი ალბანეთის ისტორიაში. დამოუკიდებლობა გამოაცხადა ვლორაში ჩტარებულმა კრებამ, ხოლო მთავრობის და სენატის ჩამოყალიბება მოხდა 4 დეკემბერს.
დამოუკიდებელი ალბანეთი Shqipëri არაღიარებული ქვეყანა | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ალბანეთის ჰიმნი (ალბანური) Hymn to the Flag | |||||||||
დამოუკიდებელი ალბანეთის დროებითი მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. | |||||||||
დედაქალაქი | ვლორა | ||||||||
ენა | ალბანური | ||||||||
რელიგია | ისლამი ქრისტიანობა | ||||||||
ფულის ერთეული | ლათინური სავალუტო კავშირის ფრანკი. | ||||||||
მმართველობის ფორმა | საპარლამენტო სისტემა | ||||||||
ქვეყნის მმართველი | |||||||||
- 1912-1914 | ისმაილ ქემალი[1] | ||||||||
პირველი მსსოფლიო ომი | |||||||||
ისტორია | |||||||||
- დამოუკიდებლობის გამოცხადება | 28 ნოემბერი 1912 | ||||||||
- სამთავროს შექმნა | 21 თებერვალი 1914 | ||||||||
კრების წევრებმა 1913 წლის ლონდონის კონფერენციისთვის შეადგინეს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნის მემორანდუმი. კონფერენციის დაწყებისას გადაწყვიტეს, რომ ალბანეთი იქნებოდა ოსმალეთის უზურპაციის ქვეშ, თუმცა ავტონომიური უფლებებით. ალბანელების დამოუკიდებლობის მოთხოვნა უგულველყვეს და ლონდონის 1913 წლის ხელშეკრულებს მიხედვით, დამოუკიდებელი ალბანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გაუყვეს მის მეზობლებს: ჩერნოგორიის სამეფოს, საბერძნეთის სამეფოს და სერბეთის სამეფოს. ალბანეთის ტერიტორია შემცირდა ცენტრალურ ალბანეთამდე და ის გადავიდა ძლიერი ქვეყნების პროტექტორატის ქვეშ. 29 ივლისს დიდი ქვეყნების 6-ეული ისევ შეიკრიბა და გადაწყვიტეს შეექმათ დამოუკიდებელი ალბანეთი სახელმწიფო, კონსტიტუციური მონარქიული წყობით. 1913 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებით შეიქმნა ალბანეთის სამთავრო, რომლის ფარგლებს გარეთაც დარჩა ეთნიკური ალბანელების 30-40%.[2]