დაღესტნური ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
დაღესტნური ენები[1] (შემოკ. — დაღ.) — მრავალრიცხოვანი მონათესავე ენების ჯგუფი; შედის ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფში გავრცელებულია დაღესტნის რესპულიკასა და აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ზოლში. გამოიყოფა რამდენიმე ქვეჯგუფი: ხუნძურ-ანდიური-დიდოური, ლეზგიური და დარგუული ენები და აგრეთვე ლაკური და ხინალუღური ენები. განეკუთვნება კავკასიურ ენათა ოჯახს (ქართული კავკასიოლოგიის სკოლის მიხედვით იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს)