დიდი სქიზმა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი სქიზმა — საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც გააუქმა პენტარქია და ქრისტიანობა ორ ნაწილად, მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიად გაჰყო. დიდი სქიზმის თარიღად, ჩვეულებრივ, სახელდება 1054 წლის 16-20 ივლისი, როდესაც რომის პაპ ლეო IX-ის დესპანმა კარდინალმა ჰუმბერტ სილვა-კანდიდელმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელ I კერულარიოსმა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. თუმცა ამგვარი ზუსტი დათარიღება ისტორიულად უმართებულოა. ფაქტობრივად რომის პაპი ზოგჯერ ამის შემდეგაც მოიხსენიებოდა მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა ემოციურად გაუარესდა 1204 წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როდესაც ვენეციელებმა ქალაქი კონსტანტინოპოლი დაუნდობლად გაძარცვეს და ბიზანტიის ტერიტორიაზე ახალი ფეოდალური სახელმწიფო, ლათინთა იმპერია და ლათინთა საპატრიარქო შექმნეს. დღეს ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო მზარდი გაუცხოების გამო, რომელსაც თან დაერთო პაპის ავტორიტეტის ზრდაც. განხეთქილებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა თეოლოგიური სხვაობები, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური ფაქტორები. მართლმადიდებელ ეკლესიას რომი საბოლოოდ გამოეყო 1729 წელს, როდესაც რწმენის გამავრცელებელმა კონგრეგაციამ მართლმადიდებლურ საიდუმლოებში თანაზიარება (communicatio in sacris) აკრძალა. ამის საპასუხოდ, 1755 წელს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა კათოლიკეები მწვალებლებად გამოაცხადეს. ანტიოქიის საპატრიარქო მათ მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია. კათოლიკეთა მწვალებლებად აღიარება მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე არ წაუღია უკან, თუმცა 1054 წლის ანათემა პაპ პავლე VI-ის მიერ მოწვეული ვატიკანის მეორე კრებისა და მსოფლიო პატრიარქ ათინაგორა I-ის მიერ 1965 წლის 7 დეკემბერს ერთდროულად რომსა და სტამბოლში გაუქმებულად გამოცხადდა.
ქრისტიანობა |
წმინდა წერილი |
---|
ძველი აღთქმა |
ახალი აღთქმა (სახარება) |
ისტორია |
მოციქულების ეპოქა |
ეკლესიის დევნის პერიოდი |
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება |
მსოფლიო საკლესიო კრებები |
დიდი სქიზმა |
კიდევ... |
მიმდინარეობები |
მართლმადიდებლობა |
კათოლიციზმი |
მონოფიზიტობა |
პროტესტანტიზმი |
კიდევ... |
ღვთისმეტყველება |
შობა |
ჯვარცმა |
ამაღლება |
ანტიქრისტე |
კიდევ... |
სხვადასხვა |
ქრისტიანობა |
პორტალი |