დიდი წარმართული ჯარი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი წარმართული ჯარი[georgian 1] — ასევე ცნობილი როგორც დიადი ვიკინგების არმია,[1] სკანდინაივიელი მეომრების კოალიცია, რომლებიც შეიჭრნენ ინგლისში, ახ.წ 865 წელს. VIII საუკუნის ბოლოდან ვიკინგები[georgian 2] შეტევებს ახორციელებდნენ სიმდიდრის ცენტრებზე, როგორიცაა მონასტრები. დიდი წარმართლი ჯარი გაცილებით დიდი იყო და მიზნად ისახავდა ოთხი სამეფოს: უესექსის სამეფოს, აღმოსავლეთ ინგლისის, მერსიისა და ნორთუმბრიის ოკუპაციასა და დაპყრობას.
დიდი წარმართული ჯარი | |||
---|---|---|---|
ვიკინგების შემოსევების ნაწილი ინგლისში ნაწილი | |||
დიდი წარმართთა არმიის მიერ გავლილი მარშრუტების რუკა 865-დან 878 წლამდე | |||
თარიღი | 865-878 | ||
მდებარეობა | ინგლისი | ||
მიზეზი | შურის ძიება რაგნარ ლოდბროკის სიკვდილისათვის | ||
შედეგი | ვედმორის ხელშეკრულება ინგლისის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
|
სახელწოდება დიდი წარმართული ჯარი მომდინარეობს ანგლო-საქსური ქრონიკიდან. ძალებს ხელმძღვანელობდნენ ნახევრად ლეგენდარული რაგნარ ლოდბროკის ხუთი ვაჟიდან სამი: ჰალფდანი, ივარ უძვლო და უბა[georgian 3].მის რაოდენობაზე წყაროები არაა შემორჩენილი თუმცა აღწერილია მისი ტიპის ყველაზე დიდ ძალებს შორის.
თავდაპირველად ისინი მივიდნენ აღმოსავლეთ ანგლიაში, სადაც ისინი მეფემ ცხენებით მოამარაგა, მშვიდობის სანაცვლოდ. 865-66 წლებში მათ გაატარეს ზამთარი თეტფორდში სანამ ჩრდილოეთისკენ გაემართნენ იორკის დასაპყრობად 866 წლის ნოემბერში. იორკი დაარსდა როგორც რომაული ლეგიონერების ციხე ებორაკუმი და აღორძინდა როგორც ანგლო-საქსონური სავაჭრო პორტი.
867 წლის განმავლობაში ჯარი ღრმად შევიდა მერსიაში და ზამთარი ნოტინგემში გაატარა. მერსიელები დათანხმდნენ ვიკინგების არმიას, რომელიც დაბრუნდა 868-69 წლების ზამთრისთვის. 869 წელს არმია დაბრუნდა აღმოსავლეთ ინგლისში, დაიპყრო იგი და მოკლა მისი მეფე. ჯარი გადავიდა ზამთრის კვარტლებში ტეტფორდში.
871 წელს ვიკინგებმა გადაინაცვლეს უესექსში, სადაც ალფრედ დიდმა მათ გადაუხადა წასვლისთვის. 871-72 წლებში არმია ლონდონისკენ გაემართა გამოსაზამთრებლად. მომდევნო კამპანიის სეზონზე თავდაპირველად არმიამ იორკში გადაინაცვლა, სადაც შეკრიბა გამმაგრებელი ძალა. ეს ძალა აწარმოებდა კამპანიას ჩრდილო-აღმოსავლეთ მერსიაში, რის შემდეგაც მან ზამთარი გაატარა ტორქსეში, ჰამბერთან ახლოს ტრენტზე. მომდევნო კამპანიის სეზონმა მერსიის დიდი ნაწილი დაიმორჩილა. ბურგრედი, მერსიის მეფე გაიქცა საზღვარგარეთ და კოელვულფი, რომელიც ანგლო-საქსონურ ქრონიკაში აღწერილია, როგორც „სულელი მეფის თეგნი“ მის ადგილზე დააყენეს. არმიამ შემდეგი ზამთარი გაატარა რეპტონში, რის შემდეგაც, ჯარი როგორც ჩანს, გაიყო. ერთი ნაწილი დაბრუნდა ნორთუმბრიაში და იქ დასახლდა, ხოლო მეორე უესექსში შეჭრისკენ იყო მიმართული.[5]
ამ დროისთვის მხოლოდ უესექსის სამეფო არ იყო დაპყრობილი. 878 წლის მაისში ალფრედ დიდმა დაამარცხა ვიკინგები ედინგტონის ბრძოლაში და დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვიკინგებს შეეძლოთ დაეტოვებინათ კონტროლი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ინგლისის დიდ ნაწილზე.
ანგლო-საქსურ ქრონიკაში არის ნახსენები ამ შემოსევის მიზეზის შესახებ, შესაძლოა იმიტომ რომ ვიკინგების შემოტევები საკმაოდ ხშირი იყო იმ პერიოდში. მეორე მხრივ ,,რაგნარის შვილების ზღაპარი"[6]აღნიშნავს რომ დიდი წარმართების არმიის მიერ ინგლსში შეჭრა მიზნად ისახავდა შურისძიებას რაგნარ ლოდბროკის, შვედეთისა და დანიის ლეგენდარული მმართველის სიკვდილისათვის.[georgian 4] როგორც ვიკინგების საგაში ამბობენ რაგნარმა ჩაატარა დარბევა ნორთუმბრიაში მეფე ელას მეფობის დროს. ვიკინგები დამარცხდნენ და რაგნარი ტყვედ ჩაიგდეს ნორთუმბრიელებმა. ელამ კი იგი სიკვდილით დასაჯა, მან რაგნარი შხამიანი გველებით სავსე ორმოში ჩააგდო. როდესაც რაგნარის შვილებმა მამამისის სიკვდილის შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს მისთვის შური ეძიათ.[7] [8]