From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 (ან უბრალოდ ევრო 2012) — უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-14 საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც უმასპინძლეს უკრაინამ და პოლონეთმა 8 ივნისიდან 1 ივლისამდე. ორივე ქვეყანამ პირველად უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012 Mistrzostwa Europy w Piłce Nożnej 2012 (პოლონური) Чемпіонат Європи з футболу 2012 (უკრაინული) | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | პოლონეთი უკრაინა |
ქალაქები | 8 |
სტადიონები | 8 |
ტურნირის ვადები | 8 ივნისი - 1 ივლისი |
შესარჩევის ვადები | 11 აგვისტო, 2010 – 15 ნოემბერი, 2011 |
მონაწილე | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | ესპანეთი |
მეორე ადგილი | იტალია |
მესამე ადგილი | პორტუგალია და გერმანია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 1 440 896 (46 481 თამაშზე) |
მატჩები | 31 |
გოლები | 76 (2.45 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | ფერნანდო ტორესი [1] (3 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ანდრეს ინიესტა |
ამ ჩემპიონატზე წინა ჩემპიონატის მსგავსად 16 გუნდი ასპარეზობდა. შესარჩევი მატჩები გაიმართა ევროპის 51 ქვეყანაში 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ნოემბრამდე.
უკრაინა-პოლონეთის გაერთიანებულმა ვარიანტმა გაიმარჯვა 2007 წლის 18 აპრილს კარდიფში, უეფა-ს აღმასკომის სხდომაზე. ამ ვარიანტმა დაამარცხა იტალიისა და უნგრეთ-ხორვატიის კანდიდატები და გახდა ორ ქვეყანაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის რიგით მესამე შემთხვევა.
2008 წლის იანვარში უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ტურნირის ორგანიზატორებს გაფრთხილება მისცა მზადების პროცესში შეცდომების თავიდან აცილებისაგან.
უკრაინამ განაცხადა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მას, როგორც თანა-მასპინძელს: კიევის ოლიმპიური სტადიონის რეკონსტრუქციის შეჩერება და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების შეწყვეტა. მიშელ პლატინიმ 2009 წლის აპრილში განაცხადა, რომ უკრაინა კვლავაც ერთ-ერთ მასპინძლად მოიაზრებოდა, თუმცა ამასთანავე მიანიშნა, რომ მატჩების უმეტესობა პოლონეთში გაიმართებოდა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო ამისთვის, მაგრამ უეფა-მ კვლავ 4+4 გეგმა დატოვა ძალაში.
2008 წლის სექტემბერში, პოლონეთში, სკანდალი აგორდა: პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი კორუფციული გარიგებების გამო მთავრობამ გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებითი ადმინისტრატორი დანიშნა. ამ ფაქტს უეფა-დან მყისიერი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც გაუგზავნა გამაფრთხილებელი წერილი და უკრაინასთან ერთად მასპინძლობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა. უკრაინაში მოსამზადებელი სამუშაოები უფრო სწრაფი ტემპით წარიმართა და 2009 წლის აპრილში მიშელ პლატინიმ ვიზიტისას განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და უკრაინას სერიოზული პრობლემები არ ჰქონდა. შემდეგ თვეში უეფა-მ საბოლოოდ დაამტკიცა მასპინძელი ოთხი პოლონური ქალაქი: ვარშავა, გდანსკი, პოზნანი და ვროცლავი. ამავე სხდომაზე უეფა-მ გაფრთხილება მისცა ლვოვს, ხარკივს და დონეცკს ნოემბრამდე მოეწესრიგებინათ ინფრასტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურნირს მხოლოდ კიევი და ამ სამიდან ყველაზე უფრო მომზადებული ქალაქი უმასპინძლებდა.
2009 წლის სექტემბერში უეფა-მ განაცხადა, რომ უკრაინაში ოთხივე ქალაქი (კიევი, დონეცკი, ხარკივი და ლვოვი) უმასპინძლებდა ევრო 2012-ის მატჩებს, ხოლო კიევი – ფინალს.
2010 წლის მაისში მიშელ პლატინიმ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა გერმანია-უნგრეთს ჩაენაცვლებინა უკრაინა-პოლონეთი, რადგანაც გაჩნდა ახალი ეჭვები ამ ორი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით. მაგრამ აგვისტოში პლატინი ისევ ესტუმრა ამ ქვეყნებს და თქვა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ამ ორი ქვეყნის მზადებასთან დაკავშირებით და დაბრკოლებები აღარ არსებობდა. 2011 წლის სექტემბერში უეფა-ს დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტისას საბოლოოდ დაადგინა, რომ უკრაინა მზად იყო ევრო 2012-სთვის.
პოლონეთი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ვარშავა | გდანსკი | ვროცლავი | პოზნანი | ||||
ეროვნული სტადიონი აშენდა ტურნირისათვის ტევადობა: 58 500[2] |
პგე არენა აშენდა ტურნირისათვის ტევადობა: 43,615[3] |
მუნიციპალური სტადიონი აშენდა ტურნირისათვის ტევადობა: 42,771[4] |
მუნიციპალური სტადიონი განახლებული ტევადობა: 43,269[5] | ||||
ჯგუფი A 3 მატჩი (გახსნის მატჩის ჩათვლით), 1 მეოთხედფინალი და 1 ნახევარფინალი |
ჯგუფი C 3 მატჩი და 1 მეოთხედფინალი |
ჯგუფი A 3 მატჩი | ჯგუფი C 3 მატჩი | ||||
უკრაინა | |||||||
კიევი | დონეცკი | ხარკივი | ლვოვი | ||||
ოლიმპიური სტადიონი განახლებული ტევადობა: 70,050[6] |
დონბას არენა აშენდა ტურნირისათვის ტევადობა: 51,504[7] |
მეტალისტი განახლებული ტევადობა: 38,633[8] |
არენა ლვოვი აშენდა ტურნირისათვის ტევადობა: 34,915[9] | ||||
ჯგუფი D 3 მატჩი, 1 მეოთხედფინალი და ფინალი |
ჯგუფი D 3 მატჩი, 1 მეოთხედფინალი და 1 ნახევარფინალი |
ჯგუფი B 3 მატჩი | ჯგუფი B 3 მატჩი | ||||
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 2010 წლის 7 თებერვალს ვარშავაში შედგა.შესარჩევში მონაწილეობდა 51 გუნდი,მათ უნდა გამოევლინათ ევროპის ჩემპიონატის 14 მონაწილე, რომლებიც შეუერთდებოდნენ მასპინძლებს-პოლონეთს და უკრაინას.გუნდები განაწილდნენ 9 ჯგუფში.კენჭისყრა შედგა იმდროსათვის არსებული უეფას ეროვნულ ნაკრებთა კოეფიციენტების მიხედვით.
საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო 2010 წლის აგვისტოში და დამთავრდა 2011 წლის 15 ნოემბერს.2011 წლის 11 ოქტომბერს დასრულდა საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპი,რომელმაც გამოავლინა ევროპის ჩემიონატის მონაწილე 10 გუნდი:9 გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი.დანარჩენმა მეორეადგილოსნებმა ითამაშეს პლეი-ოფში და გამოავლინეს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 4 გუნდი.
2012 წლის ევროპის ჩემიონატის ჯგუფური ეტაპის ფორმატი მოქმედებს 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდან.ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაცია მოითხოვდა მონაწილეთა გაზრდას 24-მდე,რადგანაც 1996 წლის შემდეგ გაიზარდა უეფას წევრთა რიცხვი.2007 წლის აპრილში უეფას აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა 2012 წლის ევროპის ჩემიპიონატის მონაწილეთა როცხვის გაზრდას.
ამ ჩემპიონატის მონაწილე 12 გუნდი მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც,ხოლო ორი-ინგლისი და დანია 2004 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ კონტინენტურ პირველობას.ირლანდია ოცდაოთხწლიანი შესვენების შემდეგ მეორედ გამოდის ევროპის ჩემპიონატზე.მასპინძელი უკრაინა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ასპარეზობს ევროპირველობაზე.
აი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი:
|
ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 2 დეკემბერს კიევში, სასტუმრო „უკრაინაში“ შედგა. ერთსაათიან პროცესს უძღვებოდნენ ორი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი-ტელეწამყვანები: ოლგა ფრეიმუტი და პიოტრ სობჟინსკი.
უეფა-ს კოეფიციენტთა რეიტინგის მიხედვით, მონაწილე 16 გუნდი 4 კალათში განათავსდა. მასპინძელი ქვეყნები მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან ერთად პირველ კალათში მოხვდნენ.
კენჭისყრის პროცედურის თანახმად ყოველი ჯგუფში თითოეული კალათიდან მოხვედრილი გუნდით კომპლექტდებოდა. კენჭისყრის ბურთულებს იღებდნენ სხვადასხვა დროის ევროპის ჩემპიონები: ჰორსტ ჰრუბეში, მარკო ვან ბასტენი, პეტერ შმეიხელი და ზინედინ ზიდანი.
კალათი 1 | კალათი 2 | კალათი 3 | კალათი 4 |
---|---|---|---|
2011 წლის 20 დეკემბერს უეფა-მ მსაჯები დაასახელა:
ქვეყანა | მსაჯი |
---|---|
ინგლისი | ჰოვარდ უები |
საფრანგეთი | სტეფან ლენუა |
გერმანია | ვილფგანგ შტარკი |
უნგრეთი | ვიქტორ კასალი |
იტალია | ნიკოლა რიცოლი |
ნიდერლანდები | ბიორნ კეიპერსი |
პორტუგალია | პედრუ პროენსა |
შოტლანდია | კრეიგ ტომსონი |
სლოვენია | დამირ სკომინა |
ესპანეთი | კარლოს ველასკო კარბალიო |
შვედეთი | იუნას ერიქსენი |
თურქეთი | ჯიუნეიტ ჩაქირი |
მეოთხე მსაჯები:
პირველად, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, კარის ხაზებთან განლაგდა ორი დამხმარე მსაჯი.
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩეხეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 4 | 5 | –1 | 6 |
საბერძნეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 3 | 0 | 4 |
რუსეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 5 | 3 | +2 | 4 |
პოლონეთი | 3 | 0 | 2 | 1 | 2 | 3 | –1 | 2 |
8 ივნისი, 2012 | ||
პოლონეთი | 1 – 1 | საბერძნეთი |
რუსეთი | 4 – 1 | ჩეხეთი |
12 ივნისი, 2012 | ||
საბერძნეთი | 1 – 2 | ჩეხეთი |
პოლონეთი | 1 – 1 | რუსეთი |
16 ივნისი, 2012 | ||
ჩეხეთი | 1 – 0 | პოლონეთი |
საბერძნეთი | 1 – 0 | რუსეთი |
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
გერმანია | 3 | 3 | 0 | 0 | 5 | 2 | +3 | 9 |
პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 4 | +1 | 6 |
დანია | 3 | 1 | 0 | 2 | 4 | 5 | –1 | 3 |
ნიდერლანდები | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 5 | –3 | 0 |
9 ივნისი, 2012 | ||
ნიდერლანდები | 0 – 1 | დანია |
გერმანია | 1 – 0 | პორტუგალია |
13 ივნისი, 2012 | ||
დანია | 2 – 3 | პორტუგალია |
ნიდერლანდები | 1 – 2 | გერმანია |
17 ივნისი, 2012 | ||
პორტუგალია | 2 – 1 | ნიდერლანდები |
დანია | 1 – 2 | გერმანია |
10 ივნისი, 2012 | ||
ესპანეთი | 1 – 1 | იტალია |
ირლანდია | 1 – 3 | ხორვატია |
14 ივნისი, 2012 | ||
იტალია | 1 – 1 | ხორვატია |
ესპანეთი | 4 – 0 | ირლანდია |
18 ივნისი, 2012 | ||
ხორვატია | 0 – 1 | ესპანეთი |
იტალია | 2 – 0 | ირლანდია |
გუნდი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | +/- | ქ |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ინგლისი | 3 | 2 | 1 | 0 | 5 | 3 | +2 | 7 |
საფრანგეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 3 | 0 | 4 |
უკრაინა | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 4 | −2 | 3 |
შვედეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 5 | 0 | 3 |
11 ივნისი, 2012 | ||
საფრანგეთი | 1 – 1 | ინგლისი |
უკრაინა | 2 – 1 | შვედეთი |
15 ივნისი, 2012 | ||
უკრაინა | 0 – 2 | საფრანგეთი |
შვედეთი | 2 – 3 | ინგლისი |
19 ივნისი, 2012 | ||
ინგლისი | 1 – 0 | უკრაინა |
შვედეთი | 2 – 0 | საფრანგეთი |
მეოთხედფინალი | ნახევარფინალი | ფინალი | ||||||||
21 ივნისი – ვარშავა | ||||||||||
ჩეხეთი | 0 | |||||||||
27 ივნისი – დონეცკი | ||||||||||
პორტუგალია | 1 | |||||||||
პორტუგალია | 0 (2) | |||||||||
23 ივნისი – დონეცკი | ||||||||||
ესპანეთი | 0 (4) | |||||||||
ესპანეთი | 2 | |||||||||
1 ივლისი – კიევი | ||||||||||
საფრანგეთი | 0 | |||||||||
ესპანეთი | 4 | |||||||||
22 ივნისი – გდანსკი | ||||||||||
იტალია | 0 | |||||||||
გერმანია | 4 | |||||||||
28 ივნისი – ვარშავა | ||||||||||
საბერძნეთი | 2 | |||||||||
გერმანია | 1 | |||||||||
24 ივნისი – კიევი | ||||||||||
იტალია | 2 | |||||||||
ინგლისი | 0 (2) | |||||||||
იტალია | 0 (4) | |||||||||
21 ივნისი 22:45 |
ჩეხეთი | 0–1 | პორტუგალია | ეროვნული სტადიონი, ვარშავა მაყურებელი: 55,590 მსაჯი: ჰოვარდ უები ( ინგლისი) |
---|---|---|---|---|
79' რონალდუ |
23 ივნისი 22:45 |
ესპანეთი | 2–0 | საფრანგეთი | დონბას არენა, დონეცკი მაყურებელი: 47,000 მსაჯი: ნიკოლა რიცოლი ( იტალია) |
---|---|---|---|---|
ალონსო 19', 90+1' (პენ.) |
28 ივნისი 2012 22:45 |
გერმანია | 1–2 | იტალია | ეროვნული სტადიონი, ვარშავა მაყურებელი: 55,540 მსაჯი: სტეფან ლანუა ( საფრანგეთი) |
---|---|---|---|---|
ოზილი 90+2' (პენ.) | 20', 36' მარიო ბალოტელი |
მუქი შრიფტით აღნიშნულია ბომბარდირი უეფას ოფიციალური წესების მიხედვით
|
|
|
|
თილისმების სახელები შეირჩა 2010 წლის დეკემბერში უეფას საიტზე გამოკითხვის შედეგად:
ჩემპიონატის ლოგო დამტკიცდა 2009 წლის 14 დეკემბერს კიევში.იგი პოლონეთის და უკრაინის ქვანახშირის რეგიონებისათვის დამახასიათებელი ქაღალდების გამოჭრის ხელოვნების სტილისაა.აქვე დამტკიცდა სლოგანი:ისტორიას ვქმნით ერთად(პოლონურად:Razem tworzymy przyszłość,უკრაინულად:Творимо історію разом).სლოგანი ეფუძნება იმ ფაქტს,რომ ეს ორი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა პირველად მასპინძლობს კონტინენტურ პირველობას.
ბილეთები გაიყიდა უეფას ოფიციალური საიტის მეშვეობით ან მონაწილე 16 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციების მიერ ბილეთების ფასი მერყეობდა 30 ევროდან 600 ევრომდე. გულშემატკივარს შეეძლო შეიძინა ბილეთის პაკეტები (თავისი ფავორიტი გუნდის ან ერთ კონკრეტულ სტადიონზე გასამართი მატჩების).
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთია ადიდას ტანგო 12.
ქვეყანა | უფლება | წყარო |
---|---|---|
ალბანეთი | რადიო-ტელევიზია შქიპტარი | [11] |
ავსტრია | ავსტრიის მაუწყებელი | [11] |
აზერბაიჯანი | აზერბაიჯანის ტელევიზია | [12] |
ბელარუსი | ბელორუსის ეროვნული ტელე-რადიო კომპანია | [11] |
ბელგია | ფრანგულენოვანი ბელგიის რადიო-ტელევიზია / ფლანდრიის ტელე-რადიო ორგანიზაციის ქსელი1 | [11][13] |
ბოსნია-ჰერცეგოვინა | ბოსნია-ჰერცეგოვინის რადიო-ტელევიზია | [11] |
ბულგარეთი | ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზია | [11] |
გერმანია | ARD / მეორე გერმანული ტელევიზია | [14] |
დანია | დანიის ეროვნული სამუწყებლო კორპორაცია / TV 2 / TV4 ჯგუფი | [15][16] |
დიდი ბრიტანეთი | ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია(BBC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(ITV) | [17] |
ესტონეთი | ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი | [11] |
ევროპა | ევროპის სამაუწყებლო კავშირი | [18] |
ესპანეთი | TV 5 / TV 4 | [19] |
თურქეთი | თურქეთის ტელე-რადიო კორპორაცია(TRT) | [11] |
ირლანდია | ირლანდიის რადიო-ტელევიზია RTE | [20] |
ისრაელი | შპს ჩარლტონი. | [21] |
იტალია | იტალიის რადიო-ტელევიზია RAI | [22] |
კვიპროსი | კვიპროსის სამუწყებლო კორპორაცია | [11] |
ლატვია | ლატვიის ტელევიზია (LTV) | [11] |
ლიტვა | ლიტვის ნაციონალური რადიო დაბ ტელევიზია | [11] |
მაკედონია | მაკედონიის რადიო-ტელევიზია | [11] |
მალტა | საზოგადოებრივი მაუწყებელი | [23] |
მოლდოვა | ტელე-რადიო მოლდოვა | [11] |
მონტენეგრო | ჩერნოგორიის რადიო-ტელევიზია | [11] |
ნიდერლანდები | ნიდერლანდის სამაუწყებლო კომპანია | [24] |
ნორვეგია | TV4 ჯგუფი | [15] |
პოლონეთი | პოლონეთის ტელევიზია(TVP) | [25] |
პორტუგალია | პორტუგალიის რადიო-ტელევიზია / კომუნიკაციების დამოუკიდებელი საზოგადოება(SIC) / დამოუკიდებელი ტელევიზია(TVI) / სპორტ TV | [26][27] |
რუმინეთი | რუმინეთის ტელევიზია(TVR) | [11] |
რუსეთი | სრულიად რუსეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის კორპორაცია / პირველი არხი (რუსეთი) | [11] |
საბერძნეთი | საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაცია | [28] |
საქართველო | საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი | [11] |
სერბეთი | სერბეთის რადიო-ტელევიზია | [11] |
სომხეთი | სომხეთის საზოგადოებრივი არხი | [11] |
სლოვენია | სლოვენიის რადიო-ტელევიზია(RTVSLO) | [11] |
უკრაინა | უკრაინის ნაციონალური ტელევიზიაNTU / უკრაინა (ტელევიზია) | [29] |
უნგრეთი | ფინეთის საზოგადოებრივი არხი / უნგრეთის ტელევიზია | [30] |
ფინეთი | ფინეთის საზოგადოებრივი არხი / MTV3 | [11] |
ყაზახეთი | ყაზახეთის ტელევიზია / ევრაზიის ნაციონალური ტელევიზია | [12] |
შვედეთი | შვედეთის ტელევიზია / TV4 (შვედეთი) / ციფრული არხი | [31] |
შვეიცარია | შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებელი | [11] |
ხორვატია | ხორვატიის რადიო-ტელევიზია | [11] |
ქვეყანა | უფლება | წყარო |
---|---|---|
ავსტრალია | სეტანტა სპორტს ავსტრალია | [32] |
აზია | სპორტ5 | [33] |
აშშ | ESPN | [34] |
ახლო აღმოსავლეთი | ალ-ჯაზირა | [35] |
ბრაზილია | გლობო / გლობოსატი | [11][36] |
ბრუნეი | ასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) | [33] |
ვენესუელა | მერიდიანო | [33] |
ინდონეზია | RCTI / ინდოვიზია | [33] |
იაპონია | დენცუ | [33] |
კანადა | სპორტ ნეთვორქი / RDS2 | [34] |
ლათინური ამერიკა | ტელევიდეო სერვისი | [33] |
მალაიზია | ასტრო (მალაიზიის სატელიტური ტელევიზია) / მედია პრიმა | [33][37] |
მექსიკა | TV აცტეკა / ტელევისა | [11][33] |
ოკეანეთი | სპორტ 5 | [33] |
სინგაპური | სტარჰუბ TV | [38] |
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | სუპერსპორტი | [39] |
სამხრეთ აზია | ნეო სპორტი | [40] |
სუბსაჰარული აფრიკა | სუპერსპორტი | [33] |
ტაილანდი | ჯი-ემ-ემ გრამი | [41] |
ჩრდილოეთ აფრიკა | ალ-ჯაზირა | [35] |
ჰონგ-კონგი | ნაუ TV | [42] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.