From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთ-ამერიკის ომი 1898 (ესპ. Guerra Hispano-Estadounidense, ინგლ. Spanish-American War) - ომი კოლონიური სამფლობელოების გადასანაწილებლად აშშ-სა და ესპანეთს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ესპანეთის კოლონიების კუბის, ფილიპინებისა და პუერტო-რიკოს ხელში ჩაგდებას. ომს წინ უძღოდა ძლიერი აჯანყებები ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ კუბასა (1895 წლიდან) და ფილიპინებზე (1896 წლიდან). 1898 წლის 21 აპრილს აშშ-მა ომის გამოუცხადებლად დაიწყო საომარი მოქმედება ესპანეთის წინააღმდეგ. ომმა 3,5 თვეს გასტანა და 13 აგვისტოს ესპანეთის კაპიტულაციით დასრულდა. 10 მაისს მხარეებს შორის დაიდო პარიზის ზავი, რომლის მიხედვითაც ამერიკამ მიიღო პუერტო-რიკო, გუამი და ფილიპინები. კუბა კი დამოუკიდებლად გამოცხადდა.
ესპანეთ-ამერიკის ომი | |||
---|---|---|---|
ამერიკელი ჯარისკაცები კუბაში 1898 წ. | |||
თარიღი | 25 აპრილი - 12 აგვისტო 1898 | ||
მდებარეობა | კარიბის ზღვა: კუბა, პუერტო-რიკო, წყნარი ოკეანე: გუამი, ფილიპინები | ||
შედეგი | აშშ-ის გამარჯვება, პარიზის ზავი | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ესპანეთ-ამერიკის ომი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.