თამაზ II
From Wikipedia, the free encyclopedia
შაჰ-თამაზ II (დ. 1704 — გ. 11 თებერვალი, 1740) — სეფიანების მეათე წარმომადგენელი შაჰ-ჰუსეინის ვაჟი. ირანის შაჰი 1729–1732 წლებში.
თამაზ II | |
---|---|
| |
სეფიანთა ირანის მე-10 შაჰი![]() | |
მმართ. დასაწყისი: | 1729 |
მმართ. დასასრული: | 1732 |
წინამორბედი: | ჰუსეინი |
მემკვიდრე: | აბას III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1704 |
გარდ. თარიღი: | 11 თებერვალი, 1740 |
გარდ. ადგილი: | საბზევარი |
შვილები: |
აბას III ისმაილ მირზა ჰუსეინ მირზა |
სრული სახელი: | თამაზ მირზა |
დინასტია: | სეფიანები |
მამა: | ჰუსეინი |
დედა: | ალიას ხაირ-უნ-ნისა ხათუნი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
1722 წელს, როდესაც ირანის დედაქალაქი ისპაჰანი ალყაში იყო და თამაზის მამა, ჰუსეინი, იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, თამაზს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ იგი თავის გადასარჩენად თავრიზში გაიქცა. მან იქ მოიპოვა კავკასიელი სუნიტი მუსლიმანებისა, რამდენიმე ყიზილბაშური ტომის, შემდეგში კი ოსმალეთის იმპერიისა და რუსეთის მხარდაჭერაც. საბოლოოდ, იგი ტახტზე ავიდა 1729 წელს.
1732 წელს, იგი ტახტიდან გადააყენა მის სამსახურში მდგარმა მომავალმა შაჰმა ნადირმა მისი მცირეწლოვანი ვაჟის, აბას III-ის სასარგებლოდ.
1736 წელს, ნადირ შაჰმა გადააყენა აბას III-ც, სეფიანების ბოლო წარმომადგენელი და ტახტზე თავად ავიდა.
1740 წელს, მამა-შვილი მოკლეს ნადირ-შაჰის შვილის ბრძანებით.