კონსტანტინოპოლის კედლები
შჭშწრშწშ / From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინოპოლის კედლები (ბერძ. Τείχη της Κωνσταντινούπολης) — ქვის თავდაცვითი ნაგებობები, რომლებიც იცავდა ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს. მისი მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიზანტიონი გამოცხადდა რომის იმპერიის ახალ დედაქალაქად, კონსტანტინე დიდის მიერ. აშენების შემდეგ მან უამრავი ცვლილება და რესტავრაცია განიცადა. იგი წარმოადგენს ანტიკური და შუა საუკუნეების ერთ-ერთ საუკეთესო, დახვეწილ და რთულ ნაგებობას.
კონსტანტინოპოლის კედლები | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
სტატუსი | ნაწილობრივ დანგრეული |
ფუნქციური სტატუსი | სხვადასხვა სახის ფორტიფიკაციები და კედლები |
ისტორია | |
თარიღდება | IV-V საუკუნეები. მოგვიანებით ბევრი რესტავრაცია. |
კონსტანტინოპოლის კედლები ვიკისაწყობში |
თავდაპირველი ნაგებობა აშენდა კონსტანტინე დიდის მიერ. იგი ქალაქს იცავდა როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ქალაქის ზრდასთან ერთად გაჩნდა ახალი კედლის საჭიროება. V საუკუნეში იმპერატორმა თეოდოსიუსმა, ქალაქს შემოარტყა „თეოდოსიუსის კედლები“. იგი წარმოადგენდა თითქმის მიუდგომელ ნაგებობას მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. მან გაუძლო ხუნძების, არაბების, ბულგარელების და სხვათა შეტევებს. დენთის გამოჩენის შემდეგადაც თეოდოსიუსის კედლები მაინც უძლებდა თავდასხმებს, მაგრამ ოსმალთა რიცხვობრივმა უმრავლესობამ და ექვს კვირიანმა ალყამ შედეგი გამოიღო, 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლი დაეცა.
ოსმალთა ბატონობის პერიოდში კედლები ისევ წარმოადგენდა ქალაქის მთავარ თავდაცვით ნაგებობას, მაგრამ მე-19 საუკუნეში დაიწყო მისი დემონტაჟი. ამის მიუხედავად მისი უდუდესი ნაწილი გადარჩა. 1980-იანი წლებიდან მიმდინარეობს კედლების ფართომასშტაბიანი აღდგენის პროგრამა.