იდრის I
From Wikipedia, the free encyclopedia
იდრის I (არაბ. إدريس الأول; დ. 12 მარტი 1889 — გ. 25 მარტი 1983)[1] — ლიბიის სამეფოს პირველი და ერთადერთი მეფე, რომელიც 1951-1969 წლებში მეფობდა. ის ასევე იყო სენუსის (მუსლიმანური ორდენი) ლიდერი. 1969 წელს თურქეთში მისი სამკურნალოდ ყოფნის დროს ლიბიის არმიის ოფიცრებმა, მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით მოახდინეს გადატრიალება. რის შემდეგაც დაიწყო ლიბიაში მუამარ კადაფის მმართველობის რეჟიმი.