იულია მაესა
From Wikipedia, the free encyclopedia
იულია მაესა (დ. 7 მაისი, 160 წ.-მდე – გ. დაახლ. 224) — რომის იმპერიის სევერანთა დინასტიის წევრი, იმპერატორ ჰელიოგაბალუსისა და სევერუს ალექსანდრეს ბებია, იმპერატრიცა იულია დომნას უფროსი და და იულია სოემიასისა და იულია მამაიას დედა. დიდი გავლენა მოახდინა რომაულ საზოგადოებაზე, გასნაკუთრებით მისი შვილიშვილების დროს. [1] [2]
იულია მაესა | |
---|---|
მონეტა იულია მაესას გამოსახულებით | |
დაბადების თარიღი |
7 მაისი, დაახლოებით ა.წ. 160 წლამდე ემესა (ჰომსი), რომაული სირია |
გარდაცვალების თარიღი |
224 წლის შემდეგ რომი |
მეუღლე(ები) | გაიუს იულიუს ავიტუს ალექსანიუსი |
შვილ(ებ)ი | იულია მამეა, იულია სოემია |
მშობლები | მამა: იულიუს ბასიანუსი |
დაიბადა ემესაში, სირიაში (დღევანდელი ჰომსი), ღვთაება ელაგაბალუსის მღვდლების არაბულ ოჯახში, მაესა და მისი და დომნა იყვნენ იულიუს ბასიანუსის ქალიშვილები. მისი დის ქორწინების შედეგად, მაესა გახდა სეპტიმიუს სევერუსის სიდედრი და კარაკალას და გეტას დეიდა, რომლებიც შემდგომ იმპერატორები გახდნენ. იულია დაქორწინდა თანამემამულე სირიელ იულიუს ავიტუსზე, რომელსაც საკონსულო რანგი ჰქონდა. [3] [4] მას შეეძინა ორი ქალიშვილი, სოემია და მამეა, [1] რომლებიც, მოგვიანებით, რომის მომავალი იმპერატორების: ჰელიოგაბალუსისა და სევერუს ალექსანდრეს დედები გახდნენ. [3]
როგორც სევერანთა დინასტიის ერთ-ერთი გამოჩენილი ქალი, დის თვითმკვლელობის შემდეგ ცდილობდა ხელისუფლებაში დაბრუნებას. [1] იგი მჭიდროდ იყო ჩართული შვილიშვილის, ჰელიოგაბალუსის, ხოლო მისი მკვლელობის შემდეგ, მეორე შვილიშვილის, სევერუს ალექსანდრეს, იმპერატორად აღზრდაში. მისი დისშვილის, კარაკალას მკვლელობისა და მაკრინუსის უზურპაციის შემდეგ, იულია მაესას ხელშეწყობით სევერანთა დინასტია დაბრუნდა ხელისუფლებაში.[4] ალექსანდრეს ტახტზე ასვლის შემდეგ, მალევე რომში გარდაიცვალა. [4]