From Wikipedia, the free encyclopedia
კილიან მბაპე ლოტენი (ფრანგ. Kylian Mbappé Lottin; დ. 20 დეკემბერი, 1998) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „რეალ მადრიდსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად; იგი ცნობილია თავისი დრიბლინგითა და სისწრაფით. 2018 წელს, ანალიტიკურმა კომპანია CIES-მა, მბაპე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დაასახელა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 216,5 მილიონ ევროს შეადგენდა.[4][5][6][7]
მბაპე 2019 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კილიან მბაპე ლოტენი[1] | ||
დაბადების თარიღი | 20 დეკემბერი, 1998[2] | ||
დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ[3] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004–2013 | ბონდი | ||
2013–2015 | მონაკო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2015–2016 | მონაკო B | 12 | (4) |
2015–2018 | მონაკო | 41 | (16) |
2017–2018 | → პარი სენ-ჟერმენი | 27 | (13) |
2018–2024 | პარი სენ-ჟერმენი | 178 | (162) |
2024– | რეალ მადრიდი | 4 | (2) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2014 | საფრანგეთი 17 წლ. | 2 | (0) |
2016 | საფრანგეთი 19 წლ. | 11 | (7) |
2017– | საფრანგეთი | 84 | (48) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 სექტემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 9 ივლისი, 2024 |
დაიბადა და გაიზარდა პარიზში. ახალგაზრდობაში თამაშობდა კლუბ „ბონდიში“, ხოლო მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ლიგა 1-ის კლუბ „მონაკოში“ 2015 წელს, 16 წლის ასაკში. 2016–17 წლის სეზონში იგი დაეხმარა კლუბს ლიგა 1-ის მოგებაში, ხოლო თავად გახდა ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.
მბაპეს ტალანტმა „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღება მიიპყრო. შედეგად, 2018 წელს, კლუბმა იგი შეისყიდა 180 მილიონ ევროდ.[8] ამ ტრანსფერით მბაპე იქცა მეორე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად მსოფლიოში. სადებიუტო სეზონში, მბაპემ კლუბთან ერთად მოიგო სამივე შიდა ტურნირი — საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის ლიგის თასი. 19 წლის ასაკში მიიღო ოქროს ბურთის ნომინაცია და გადაეცა რაიმონ კოპას პირველი ტროფეი. 2018–19 სეზონში იგი გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და დასახელდა ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
2017 წელს, 18 წლის ასაკში შედგა მბაპეს დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში. მბაპე დაეხმარა საფრანგეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში. იგი ყველაზე ახალგზრდა ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე[9] და აგრეთვე მეორე თინეიჯერი ფეხბურთელია პელეს შედეგ, რომელმაც მსოფლიო თასის ფინალში გოლის გატანა შეძლო. ამ ჩემპიონატზე მბაპე გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, აგრეთვე დასახელდა საფრანგეთის წლის ფეხბურთელად.[10]
საფრანგეთი 19წლ.
გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში (14–0) შესრულებული ჰეთ-თრიკის წყალობით კილიან მბაპემ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა და მესის, რონალდუსა და ნეიმარის რეკორდი გააუმჯობესა — მან ეს 24 წლის ასაკში გააკეთა. ლიონელ მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ და ნეიმარმა კი ამ მაჩვენებელს 25 წლის ასაკში მიაღწიეს.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.