კონკია (2015 წლის ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„კონკია" (ინგლ. Cinderella) — 2015 წლის რომანტიკული ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორია კენეტ ბრანა, ხოლო სცენარის ავტორი კრის უეიცი. ფილმი წარმოებულია Walt Disney Pictures-ის, Kinberg Genre-ის, Allison Shearmur Production-ისა და Beagle Pug Films-ის თანაავტორობით. ფილმი დაფუძნებულია ხალხურ ზღაპარზე და წარმოადგენს უოლტ დისნეის 1950 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის გაცოცხლებულ ვარიანტს.[1] ფილმში თამაშობენ მსახიობები: ლილი ჯეიმსი, როგორც კონკია და ქეით ბლანშეტი, რიჩარდ მადენი, სტელან სკაშგორდი, ჰოლიდეი გრეინგერი, დერეკ ჯაკობი და ჰელენა ბონემ კარტერი.
„კონკია“ | |
---|---|
![]() | |
ინგლ. Cinderella | |
რეჟისორი | კენეთ ბრანა |
პროდიუსერი |
საიმონ კინბერგი |
ეფუძნება | დისნეის კონკია-ს |
როლებში |
|
კომპოზიტორი | პატრიკ დოილი |
მწარმოებელი კომპანია |
Walt Disney Pictures |
დისტრიბუტორი |
Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
13 თებერვალი, 2015 (ბერლინი) |
ხანგრძლივობა | 106 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 95–100 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 542.4 მილიარდი აშშ დოლარი |
ორიგინალური ანიმაციური ფილმის გაცოცხლებაზე მუშაობა დაიწყო 2010 წლის მაისში. 2013 წლის იანვრის ბოლოს, ბრანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც რეჟისორი გახდა, ხოლო სცენარის გადასასინჯად ალინე ბროშ მაკკენა დაიქირავეს. 2012 წლის ნოემბერში დაიწყო კასტინგი, ხოლო პირველი მსახიობი, რომელიც სამსახიობო ჯგუფს შეუერთდა იყო კეიტ ბლანშეტი. ძირითადი გადაღებები ინგლისში, ბუკინგემშირში, Pinewood Studios- ში დაიწყო 2013 წლის 23 სექტემბერს და დასრულდა 14 დეკემბერს.
კონკია-ს მსოფლიო პრემიერა შედგა 2015 წლის 13 თებერვალს, ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2015 წლის 13 მარტს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 27 მარტს სტანდარტული და IMAX ფორმატით Walt Disney Studios Motion Pictures-ის მხარდაჭერით. ფილმმა მთელი მსოფილის მასშტაბით 542 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასება მიიღო. ბევრმა მათგანმა შეაქო მსახიობების შესრულება (განსაკუთრებით ჯეიმსის, ბლანშეტისა და ბონემ კარტერის), ბრანას რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება, კოსტიუმების დიზაინი, საპროდიუსერო ფასეულობები და ორიგინალური ანიმაციური ფილმის ერთგულება. ფილმმა მიიღო ნომინაცია 88-ე ოსკარის დაჯილდოებაზე, კრიტიკოსთა არჩევანის 21-ე დაჯილდოებაზე და ბრიტანეთის აკადემიის 69-ე ფილმის ჯილდოებზე, ყველა მათგანზე კოსტიუმების დიზაინისთვის.