კონსტანტინოპოლის დაცემა
From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინოპოლის დაცემა — ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ის მიერ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღება, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუკიდან გაქრობა. ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI დრაგაში. კონსტანტინოპოლი გახდა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი და ამ სტატუსს ატარებდა 1922 წლამდე.
კონსტანტინოპოლის დაცემა | |||
---|---|---|---|
ბიზანტია-ოსმალეთის ომების ნაწილი | |||
მეჰმედ II-ის საზეიმო შესვლა დანგრეულ კონსტანტინოპოლში | |||
თარიღი | 29 მაისი, 1453 | ||
მდებარეობა | კონსტანტინოპოლი | ||
შედეგი | კონსტანტინოპოლი აიღეს ოსმალებმა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
კონსტანტინოპოლის დაცემა ვიკისაწყობში |
შემტევ ოსმალეთის არმიას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა კონსტანტინოპოლის დამცველებს, მეთაურობდა 21 წლის სულთან მეჰმედ II (მოგვიანებით „დამპყრობელი“ უწოდეს), ხოლო ბიზანტიის არმიას ხელმძღვანელობდა იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი. ქალაქის დაპყრობის შემდეგ, მეჰმედ II- მ კონსტანტინოპოლი ოსმალეთის ახალ დედაქალაქად აქცია და ჩაანაცვლა ედირნე.
კონსტანტინოპოლის დაცემით დასრულდა ბიზანტიის იმპერიის არსებობა და ფაქტობრივად დასრულდა რომის იმპერია, სახელმწიფო, რომელიც ძვ. წ. 27-ით თარიღდება და თითქმის 1500 წელი იარსება არსებობას წყვეტს. კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებამ ოსმალებს საშუალება მისცა რომ გაეკონტროლებინა ბალკანეთის ნახევარკუნძული.
კონსტანტინოპოლის დაცემა ზოგჯერ განიხილება, როგორც შუა საუკუნეების დასასრული. ქალაქის დაცემა ასევე გარდამტეხი აღმოჩნდა სამხედრო ისტორიაში. ამასთან, კონსტანტინოპოლის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები ოსმალებმა გაანადგურეს დენთის გამოყენებით, ოსმალებმა გამოიყენეს დიდი ქვემეხები და ბომბარდირები.
„ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ:
„და ოდეს აღიღეს კონსტანტინოპოლი, მას ჟამს დაბნელდა მზე...“ | |