From Wikipedia, the free encyclopedia
თომას „ტომ“ ნოივირთი (გერმ. Thomas Neuwirth, უფრო მეტად ცნობილი, როგორც დრაგ-კუინი კონჩიტა ვურსტი (გერმ. Conchita Wurst) დ. 6 ნოემბერი, 1988) — ავსტრიელი მომღერალი. ვურსტი წარადგენდა ავსტრიას 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კოპენჰაგენში და გაიმარჯვა სიმღერით „Rise Like a Phoenix“. ვურსტის როლში მომღერალი ქალის ხმით საუბრობს და მღერის.[1]
თომას ნოივირთი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც | კონჩიტა ვურსტი |
დაბ. თარიღი | 6 ნოემბერი, 1988 |
დაბ. ადგილი | გმუნდენი, ავსტრია |
საქმიანობა | მომღერალი |
აქტიური | 2006–დღემდე |
საიტი | conchitawurst.com |
კონჩიტა ვურსტი ვიკისაწყობში |
კონჩიტა ვურსტი (თომას ნოივირტი) ავსტრიელი მომღერალი და დრაგ ქუინია, რომელიც ცნობილია თავისი სასცენო პერსონით. ნოივირტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სიმღერით "Rise Like a Phoenix".[2] გმუნდენში დაბადებული, ნოივირტი საცხოვრებლად გადავიდა გრაცში, რათა მოდის სპეციალობით ესწავლა. 2011 წლიდან ნოივირტი საზოგადოებაში უკვე კონჩიტა ვურსტის იმიჯით ჩნდება.
ორი წლის შემდეგ, კონჩიტა ვურსტი აირჩიეს ავსტრიის წარმომადგენლად 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. კონჩიტას შესრულებამ ყველაზე მეტი, 290 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მომღერალმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და სხვადასხვა აღლუმებზე, ევროპარლამენტსა და გაეროს ოფისში ვენაში მიიწვიეს.
2006 წელს კონჩიტამ მიიღო მონაწილეობა ავსტრიული სატელევიზიო შოუს Starmania-ს მესამე სეზონში და ნადინ ბეილერის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ერთი წლის შემდეგ, მან დააარსა ბოიბენდი Jetzt Anders!, მაგრამ ჯგუფი იმავე წელს დაიშალა.[3]
კონჩიტა პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ORF-ის შოუში Die große Chance-ში 2011 წელს გამოჩნდა, სადაც მან მე-6 ადგილი დაიკავა.[4] 2012 წელს მან იასპარეზა ავსტრიის ეროვნულ ფინალში 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის და მეორე ადგილი დაიკავა.[5] კონჩიტა შემდეგ გამოჩნდა ORF-ის შოუში The Hardest Jobs of Austria, მუშაობდა თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში და Wild Girls-ში, რომელშიც კანდიდატთა ჯგუფს უნდა გადარჩენილიყო ნამიბიის უდაბნოებში ადგილობრივ ტომებთან ერთად.[6]
2013 წლის 10 სექტემბერს, ავსტრიის ეროვნულმა მაუწყებელმა ORF-მა გამოაცხადა, რომ მან აირჩია კონჩიტა ავსტრიის წარმომადგენლად ევროვიზიის 2014-ზე, რომელიც კოპენჰაგენში, მაისში გაიმართებოდა.[7] ამავე წლის მაისში ცნობილი გახდა მისი სიმღერაც "Rise like a phoenix", რომელმაც მალე დაიპყრო მოწინავე ადგილები ლიდერბორდებში. მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე აქამდეც მონაწილეობდნენ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები, როგორიცაა დანა ინტერნეიშენალი, მაგრამ კონჩიტა იყო განსაკუთრებული.[8]
ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალში, 8 მაისს კონჩიტა, 10 მაისს დაგეგმილ ფინალში გავიდა. 2014 წლის 10 მაისს კოპენჰაგენში გამართულ ფინალში მან 290 ქულით გაიმარჯვა. სწორედ 2014 წელს ავსტრიამ 1966 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ, პირველად მოიპოვა გამარჯვება.[9]
2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შემდეგ, ის არაერთხელ გამოჩენილა კონკურსის სცენაზე. 2015 წელს მან კონკურსის წამყვანებთან ერთად გახსნით ცერემონიაზე იმღერა. ის ასევე წარსდგა 2019 წლის სიმღერის კონკურსზე, ვერკა სერდუჩკასთან, ელენი ფურეირასთან მონს ზერმერლოუსთან ერთად.[10]
2018 წელს კონჩიტამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის აივ-დადებითია[11] მან ინსტაგრამის პოსტის საშუალებით საჯაროდ დაწერა აივ-სტატუსის შესახებ. ის იძულებული იყო საჯაროდ ეთქვა ამ ფაქტის შესახებ, რადგან მას ყოფილი შეყვარებული ემუქრებოდა, რომელიც კონჩიტას აივ სტატუს გასაჯაროვებით ემუქრებოდა.[11][12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.