![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4e/LeBron_James_%252831944491583%2529.jpg/640px-LeBron_James_%252831944491583%2529.jpg&w=640&q=50)
ლებრონ ჯეიმზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლებრონ რეიმოუნ ჯეიმზი (ინგლ. LeBron Raymone James; დ. 30 დეკემბერი, 1984) — პროფესიონალური ამერიკელი კალათბურთელი, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის ხშირად ადარებენ მაიკლ ჯორდანს.[1][2] მისი მიღწევები მოიცავს სამ NBA ჩემპიონობას, ოთხ NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს, სამ NBA ფინალების MVP-ის ჯილდოსა და ორ ოლიმპიურ ოქროს. ჯეიმზი 15-ჯერ გამოჩნდა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში; მათგან სამჯერ NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP-იდ დასახელდა. 2008 წელს მოიგო NBA-ის საუკეთესო მექულის ჯილდო. არის ყველა დროის NBA playoffs-ის ქულათა ლიდერი. ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში იკავებს მეოთხე ადგილს. NBA-ის ყველა-მოთამაშის პირველ გუნდში 12-ჯერ, ხოლო ყველა-მცველის პირველ გუნდში ხუთჯერ მოხვდა.
ლებრონ ჯეიმზი | |||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჯეიმზი 2017 წელს | |||||||||||||||||||||||||||||||
№ 23 – ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | |||||||||||||||||||||||||||||||
მსუბუქი ფორვარდი | |||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||||||||||||||||||
დაიბადა |
30 დეკემბერი, 1984 (1984-12-30) (39 წლის) აკრონი, ოჰაიო, აშშ | ||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ამერიკელი | ||||||||||||||||||||||||||||||
უმაღლესი სკოლა | წმ. ვინსენტი – წმ. მარიამი (აკრონი, ოჰაიო) | ||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 2.06 სმ | ||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 113 კგ | ||||||||||||||||||||||||||||||
კარიერა | |||||||||||||||||||||||||||||||
NBA-ის დრაფტი | 2003 / რაუნდი: 1 / არჩევა: 1-ლი საერთო | ||||||||||||||||||||||||||||||
არჩეული კლივლენდ კავალიერსი | |||||||||||||||||||||||||||||||
პროფესიონალური კარიერა | 2003-–დღემდე | ||||||||||||||||||||||||||||||
ლიგა | NBA | ||||||||||||||||||||||||||||||
კარიერის ისტორია | |||||||||||||||||||||||||||||||
2003-2010 | კლივლენდ კავალიერსი | ||||||||||||||||||||||||||||||
2010-2014 | მაიამი ჰიტი | ||||||||||||||||||||||||||||||
2014 - 2018 | კლივლენდ კავალიერსი | ||||||||||||||||||||||||||||||
2018 - დღემდე | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | ||||||||||||||||||||||||||||||
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||
სტატისტიკა NBA.com-ზე | |||||||||||||||||||||||||||||||
მედლები
|
ჯემზი კალათბურთის თამაშობდა მშობლიურ ქალაქ აკრონში მდებარე წმ. ვინსენტი-წმ. მარიამის საშუალო სკოლაში, სადაც მას მედია როგორც NBA-ის მომავალ სუპერვარსკვლავად მოიხსენიებდა. 2003 წლის NBA-ის დრაფტზე იგი კლივლენდ კავალიერსმა აირჩია. 2003-04 წლების სეზონში წლის ახალწვეულად დასახელების შემდეგ, მალევე დაიმკვიდრა თავი როგორც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე; 2009 და 2010 წლებში მიოგო NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო. კლივლენდთან ერთად ჩემპიონობის ვერ მოპოვების შემდეგ 2010 წელს დატოვა კლივლენდი და თავისუფალი აგენტის სტატუსით მაიამი ჰიტს შეუერთდა. ESPN-ში აღნიშნული ქმედება გამოქვეყნდა სპეციალური სათაურით გადაწყვეტილება; ეს არის ამერიკული სპორტის ისტორიაში თავისუფალი აგენტის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება.
მაიამში თამაშის დროს, 2012 და 2013 წლებში ჯეიმზმა პირველი ორი NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; აღნიშნულ წლებში მან აგრეთვე მოიგო ლიგის MVP-ისა და ფინალების MVP-ის ჯილდოები. 2014 წელს, მაიამში გატარებული მეოთხე სეზონის შემდეგ ჯეიმზმა მაიამი დატოვა და კლივლენდ კავალიერსს შეუერთდა. 2016 წლის სეზონში ულიდერა კავალიერსს რათა NBA-ის ფინალებში გოლდენ-სტეიტ უორიორსი დაემარცხებინათ. აღნიშნულ სეზონში კლივლენდ კავალიერსმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა; აქ დასრულდა ფრენჩაიზის 52-წლიანი უტიტულო სერია. ლებრო ჯემზის გუნდები მიყოლებით 8 წელი (2011-2018) გადიოდნენ NBA-ის ფინალებში. 2018 წელს ჯეიმზმა დატოვა კავალიერსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსს შეუერთდა.