From Wikipedia, the free encyclopedia
ბრძოლა მდინარე ლეხზე (გერმ. Schlacht auf dem Lechfeld, უნგრ. augsburgi csata) — ბრძოლა ოტო I დიდის ჯარებსა და მომთაბარე უნგრელებს შორის.
ლეხის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
უნგრების შემოჭრა ცენტრალურ ევროპაში ნაწილი | |||
თარიღი | 10 აგვისტო 955 | ||
მდებარეობა | მდინარე ლეხი, აუგსბურგის მახლობლად (ბავარია) | ||
შედეგი | გერმანელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ლეხის ბრძოლა ვიკისაწყობში |
955 წლის 10 აგვისტოს გერმანულმა ჯარებმა მეფე ოტო I დიდის მეთაურობით გაანადგურეს ცენტრალურ ევროპაში შემოჭრილი მომთაბარე-უნგრელები და სამუდამოდ შეაჩერეს მათი გამანადგურებელი შემოსევები ქრისტიანულ ქვეყნებში. ბრძოლა გაიმართა აუგსბურგთან, მდინარე ლეხზე. მეფემ შეაგროვა 10 000 მხედარი, მაგრამ რაოდენობრივად მაინც ჩამოუვარდებოდა ბარბაროსებს, თუმცა შეიარაღებით ჯობდა — მძიმე გერმანული ცხენოსანი ჯარი მსუბუქად შეიარაღებული უნგრელების წინააღმდეგ. გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, მიღწეულ იქნა დისციპლინის წყალობით. როდესაც გერმანელებს ალყა შემოარტყეს, უნგრელები ჩამოქვეითდნენ და ურმების ძარცვა დაიწყეს, რამაც ოტო I-ს ჩამოქვეითებულების განადგურების საშუალება მისცა, შემდეგ კი მათ მთავარ ურდოსაც მიაყენა დარტყმა. როდესაც გაქცეულებს მისდევდნენ, გერმანული რაზმები არ არღვევდნენ წესრიგს და არ ავიწყდებოდათ თავიანთი მცირერიცხვოვნობა. ტყვედ ჩავარდნილ უნგრელებს გერმანელები სიკვდილით სჯიდნენ, მათ შორის მათ ერთ-ერთ ბელადი, ლელეს, ხოლო ცოცხლად დარჩენილებს აჭრიდნენ ცხვირსა და ყურებს და ასეთ მდგომარეობაში აგზავნიდნენ თავისიანებთან. ლეხის ბრძოლას ხშირად უწოდებენ „გერმანელი ერის დაბადებას“ („Geburt der deutschen Nation“).[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.