From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიჯი „ჯიჯი“ რივა (იტალ. Luigi "Gigi" Riva; დ. 7 ნოემბერი, 1944 — გ. 22 იანვარი, 2024[1]) — იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 33-ე ადგილზე დასახელდა.[2]
რივა იტალიის ნაკრებში 1968 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 7 ნოემბერი, 1944 | ||
დაბადების ადგილი | ლეჯუნო, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 22 იანვარი, 2024 (79 წლის) | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1961–1962 | ლენიანო | 22 | (6) |
1962–1976 | კალიარი | 315 | (164) |
სულ | 337 | (170) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1965–1974 | იტალია | 42 | (35) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დაიბადა ჩრდილოეთ იტალიის პატარა სოფელ ლეჯუნოში. რივამ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მოკრძალებულ სარდინიულ კლუბ „კალიარიში“ გაატარა, რომელთან ერთადაც 1969-70 წლების სეზონში ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა სერია A-ში. იმ სეზონში რივამ 21 გოლი გაიტანა. სულ „კალიარიში“ ასპარეზობისას კი — 164. რივამ რამდენჯერმა თქვა უარი უფრო მაღალი კლასის კლუბში გადასვლაზე.
რივას სანაკრებო კარიერა არც ისე კარგად დაიწყო. მან ფეხი მოიტეხა მესამე სანაკრებო მატჩში, 1967 წლის მარტში, პორტუგალიის წინააღმდეგ ამხანაგური თამაშისას. ის ნაკრებს შვიდი თვის შემდეგ დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კვიპროსის წინააღმდეგ 5-0 მოგებულ მატჩში, სადაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
1968 წლის 10 ივნისს რივა შევიდა შეცვლაზე იუგოსლავიის წინააღმდეგ ევრო 1968-ის ფინალურ გადათამაშებით მატჩში. რივამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.
რივას გოლით გავიდა იტალიის ნაკრები 1970 წლის მუნდიალზე. 1969 წლის 22 ნოემბერს რივამ აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებს გაუტანა თავური გოლი საკვალიფიკაციო მატჩში. რივამ გოლი გაიტანა „საუკუნის მატჩად“ მონათლულ თამაშში, რომელიც გაიმართა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნახევარფინალში იტალია გერმანიის ნაკრებს შეხვდა. რივამ გაიტანა დამატებით დროში, როცა ანგარიში 2-2 იყო. მატჩი იტალიამ 4-3 მოიგო.
რივა მხოლოდ 29 წლის იყო, როცა უკანასკნელად ითამაშა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1974 წლის მუნდიალზე. მისი შედეგი, ნაკრებში გატანილი 35 გოლი დღემდე რეკორდად რჩება იტალიის ნაკრებისთვის.
რივა კარგად ურტყამდა მარცხენა ფეხით და ხშირად ასრულებდა შეტევებს აკრობატულ ნახტომში შესრტულებული დარტყმებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.