მალტა უძველესი დროიდან დასახლებული კუნძული იყო, ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებიც. ადამიანის პირველი ნასახლარები აქ ჩვენს ერამდე 5200 წლით თარიღდება. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ ეს ტერიტორია განიცდიდა სხვადასხვა კულტურის გავლენას. მალტის კუნძული მჭიდრო კავშირშია ჩრდილოეთით არსებულ კუნძულ სიცილიასთან, ამ ორ ტერიტოირას შორის პირველი ურთიერთობები უძველეს დროში დამყარდა.
მალტა შედიოდა: ძველი საბერძნეთის, ფინიკიის, კართაგენის, რომის იმპერიის და არაბების ხალიფატის შემადგენლობაში. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის გამუდმებული თავდასხმის ობიექტი გახდა. 1798 წელს მალტა ოკუპირებული იქნა საფრანგეთის მიერ, თუმცა აქ ფრანგების მმართველობა ხანგრძლივი არ გამოდგა. ნაპოლეონ ბონაპარტის მარცხის შემდეგ, ევროპაში გაიმართა ვენის კონგრესი. კონგრესისი გადაწყვეტილებით ეს ტერიტორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შევიდა, მალტაზე 164 წელი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა. 1964 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის კონსტიტციურ მონარქიული სახელმწიფო გახდა. 1974 წელიდან მალტა საპარლამენტო რესპუბლიკაა. 2004 წლიდან ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირს, 2008 წლიდან მალტის ვალუტა ლირა შეცვალა ევრომ.
იხილეთ აგრეთვე: მალტის ქრონოლოგია
დაახლოებით 5200 წლით თარიღდება მალტაზე აღმოჩენილი პირველი ადამიანის ფრაგმენტები.
1814: ვენის კონგრესისი გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორია გახდა ბრიტანეთის სამეფო კოლონია.
1853-1856: ყირიმის ომის პერიოდში, აქ არსებობდა ჰოსპიტალები სწორედ, ამ კუნძულებზე ხორციელდებოდა დაჭრილების გადაყვანა. ყირიმის ომის პერიოდში მალტას მეტსახელად ეწოდა ხმელთაშუაზღვის მედდა.
1914-1918: მთელი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მალტაზე არსებობდა ბრიტანული ჰოსპიტალები და საავადმყოფოები. აქ განსაკუთრებით ბევრი დაჭრილი დარდანელის ოპერაციის მსვლელობის პერიოდში გადაიყვანეს.
1934: ინგლისური და მალტური აქ ოფიციალურ ენად ცხადდება.
1935-1939: ბენიტო მუსოლინის განცხადებით მალტა იტალიის შემადგენელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ პერიოდში იტალია დომინიონი გახდა ხმელთაშუა ზღვაში.
1940: იტალია ომს უცხადებს დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომში მალტაც ჩართული აღმოჩნდა.
1943: იტალია უპირობოდ უთმობს მალტის კუნძულებს მოკავშირეთა ძალებს.
1956: ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მიხედვითაც ქვეყანა დარჩა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში.
1964: გაერთიანებულმა სამეფომ მალტას დამოუკიდებლობა მიანიჭა. ქვეყანა გახდა კონსტიტუციური მონარქია.
1974: მალტა ხდება რესპუბლიკური მმართველობის ქვეყანა. ქვეყნის უკანასკნელი გენერალ-გუბერნატორი იყო ანტონი მამო. მიუხედავად ამისა მალტა მაინც დარჩა ერთა თანამეგობრობის წევრი.
1979: ქვეყანაში დაიხურა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზები.
2003: ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებსი თაობაზე.